Xiaomi-მ დღეს წარმოადგინა თავისი პირველი კონცეპტუალური სმარტფონი, მრუდი “გარდამავალი” ეკრანით, რომელსაც ჩარჩოები არ აქვს.
როგორც კომპანია აღნიშნავს, “ჰიპერ კვადრატული უნაპირო ზედაპირი მინის წარმართვის და ლამინირების ტექნოლოგიის უზარმაზარი მიღწევების შედეგად იბადება”. ასევე, მობილურს კორპუსის უნიკალური დიზაინიც გამოარჩევს, რომელიც Vivo Apex-ის კონცეფციის მსგავსია. მას შემდეგ, რაც აუცილებლობას აღარ წარმოადგენს ღილაკები და ეკრანის “ჩარჩოების” გამოყენება, კომპანიები უფრო ელეგანტურ ალტერნატივებს ქმნიან.