in

Xiaomi-ს თანახმად, მისი ახალი ჭკვიანი სათვალეები სმარტფონს ჩაანაცვლებს

Android Smart Glasses სულ რაღაც 51 გრამს იწონის და 497 ინდივიდუალური კომპონენტისგან შედგება

Xiaomi-მ წყვილი ჭკვიანი სათვალეები წარადგინა, რომელმაც შეიძლება, სმარტფონი ჩაანაცვლოს. თუმცა ნუ იჩქარებთ – ჯერ მაინც ნუ მოისვრით მობილურ ტელეფონს ნაგვის ურნაში, რადგან მის გამოშვებამდე საკმაო დროა დარჩენილი.

Android Smart Glasses სულ რაღაც 51 გრამს იწონის და 497 ინდივიდუალური კომპონენტისგან შედგება. სწორედ ამის წყალობით, სათვალეს შეუძლია, გაჩვენოთ შეტყობინებები, დარეკოს, გადაიღოს სურათები, თარგმნოს ტექსტი, რომელიც 0.13 დიუმიან MicroLED ეკრანზე გამოჩნდება.

შესაძლოა, პატარა ეკრანზე წაკითხული შეტყობინებები სულაც არ გხიბლავდეთ, მაგრამ სპეციალურად შექმნილი სათვალეების ტექნოლოგია ბევრად უფრო დიდი ჩვენების მოწოდებაზე მუშაობს. სათვალეების ერთადერთ მინუსს ის წარმოადგენს, რომ მოწყობილობის “რთული ოპტიკური დიზაინის” მიხედვით, იგი მხოლოდ მონოქრომულ ეკრანს გვთავაზობს – ასე რომ, ადამიანის უმეტესობისთვის, აღნიშნული სათვალე ნამდვილად ვერ ჩაანაცვლებს სმარტფონს.

ვიზუალის თვალსაზრისით, ახალი Xiaomi მოწყობილობა, ერთი შეხედვით, ძალიან ჰგავს ჩვეულებრივ სათვალეებს. რეალურად კი მასში 5 მეგაპიქსელიანი კამერა ლამაზად არის მოთავსებული, ხოლო მისი ძირითადი ტექნოლოგია – მათ შორის ოთხბირთვიანი ARM პროცესორი, ბატარეა, სენსორული პანელი და Wi-Fi/Bluetooth მოდულები სათვალის მთელ ჩარჩოშია განაწილებული.

ამასთან, შაომის ჭკვიანი სათვალე სავსეა საინტერესო მახასიათებლებით და ამის ფონზე სულაც არ იკარგება პროდუქტის სილამაზე. ვინაიდან, სათვალე ჯერ კიდევ არ არის მზად, კომპანიას სურს, მეტი საჯაროობა შექმნას მისი ტექნოლოგიური წარმატებისთვის. ამიტომაც, მიმდინარე კვირაში, როცა ახალი ტელეფონებისა და სხვა პროდუქტების წარდგენა იგეგმება.

მას შემდეგ, რაც Google-მა სათვალეებთან მიმართებით წარუმატებელი მცდელობა მიიღო, სულ უფრო მეტი კომპანია, მათ შორის Huawei, Amazon და Facebook, ჭკვიანი სათვალეების ინდუსტრიაში შემოდის. თითოეული მათგანი ფუტურისტული პროდუქტის შექმნას ცდილობს, მაგრამ უახლესი მაღალტექნოლოგიური მახასიათებლების უმეტესობას  ან შეზღუდული ფუნქციონირება აქვს, ან სხვა მოწყობილობებთან დაკავშირებაა საჭირო.

დაბოლოს, უნდა აღინიშნოს, რომ Xiaomi აშკარად მოწინავე პროდუქტის შექმნისთვის იბრძვის. ჩვენ კი შეგვიძლია, უახლოეს დღეებში დამატებით ინფორმაციას ვადევნოთ თვალი.

სად „ორთქლდება“ სტრესი, როდესაც Lincoln-ს მართავთ? – ნახეთ ბრენდის ახალი რეკლამა

VTB Bank-ის თანამშრომელთა 75% სრულად ვაქცინირებულია!