in

მობილური ტელეფონი, რომელსაც 120x ზუმი აქვს და 23 წუთში იმუხტება

veon
veon

Xiaomi 10 წლის იუბილეს Xiaomi Mi 10 Ultra-ს გამოშვებით აღნიშნავს. როგორც კომპანიაში ამბობენ, ტექნიკური მახასიათებლების თვალსაზრისით, ახალი სმარტფონი ნამდვილად გამორჩეულია – აქვს 6.67-დიუმიანი OLED ეკრანი, FHD+ რეზოლუციით. განახლების სიხშირე – 120Hz,  სენსორული ეკრანის სემპლინგის სიხშირე – 240Hz. ოპერატიული მეხსიერება – 8/12/16GB, მეხსიერება –  128/256/512GB.

რაც შეეხება ფოტოებისა და ვიდეოების გადაღებას, Xiaomi-ის წარმომადგენლების თქმით, ახალი სმარტფონის 20 მეგაპიქსელიანი selfie კამერა მარცხენა ზედა კუთხეშია განთავსებული. უკანა პანელზე კი აქვს – 48-მეგაპიქსელიანი კამერა ძირითადი სენსორით, 20-მეგაპიქსელიანი კამერა ულტრა-გამაფართოებელი სენსორით და 12-მეგაპიქსელიანი კამერა პორტრეტის ობიექტივით. კამერების სისტემას აქვს 120x ზუმი და პერისკოპის ობიექტივით შეუძლია 8K ვიდეოს გადაღება, წამში 24 კადრის სიჩქარით. „სლოუ მოუშენ“ ვიდეოს კი, წამში, 960 კადრის სიჩქარით იღებს.

როგორც Xiaomi-ში ამტკიცებენ, 0-41%-მდე ტელეფონი 5 წუთში, 0-100%-მდე კი 23 წუთში, სრულად, იმუხტება.

Xiaomi Mi 10 Ultra ჩინეთში 16 აგვისტოდან გაიყიდება და $764 (RMB 5 299) ეღირება. ჯერ უცნობია, როდის გამოჩნდება, ახალი სმარტფონი, მსოფლიოს სხვა ქვეყნებში.

6 კითხვა, რაც დისტანციურ სამუშაოზე შერჩევისას უნდა დაუსვათ კანდიდატს

დაბნეული ხარ? მიირთვი Snickers-ის რეკლამა