in

პეკინის 14 ნომერში XIAOMI-ს პირველი მაღაზია გაიხსნა

დღეს, პეკინის 14 ნომერში Xiaomi- პირველი მაღაზია გაიხსნა. სმარტფონების გარდა, მასში წარმოდგენილია ეკოტრანსპორტი როგორიც არის “სკუტერი”, ასევე ჭკვიანი საყოფაცხოვრებო და საოჯახო ტექნიკა, რომელიც რეალურად ამარტივებს ცხოვრებას, როგორიც არის 4k ტელევიზორი , ჭკვიანი ჩაიდანი, უფრო ჭკვიანი რობოტი, ძიძა კამერა, ღვინის ბოთლის ელექტრო გამხსნელიც კი და სხვა უამრავი ჭკვიანი გაჯეტი.

BOG
BOG

როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ მაღაზია დაპროექტებულია უშუალოდ შაომის, ჩინეთის ოფისის მიერ. ყველა დეტალი მათი რეკომენდაციით და გაიდლაინებით არის შესრულებული და აქ მომხმარებელს შეეძლება ოფიციალური პროდუქცია, შაომის ერთ წლიანი ოფიციალური შეცვლითი გარანტიით შეიძინოს.

გახსნასთან დაკავშირებით მთელი კვირის განმავლობაში მომხმარებლებს ფასდაკლებებსა და საინტერესო აქციებს ჰპირდებიან.

 

[R]

მულტიმედიური საახალწლო ინსტალაციები – თანამედროვე და საინტერესო მარკეტინგული ინსტრუმენტი

როგორ ავირიდოთ თავიდან ფიშინგი – უსაფრთხოების რჩევები