როგორი უნდა იყოს ღვინის ვიზუალური ბრენდინგი, ან რის შესაძლებლობებს იძლევა ღვინო, როგორც პროდუქტი, მისი შეფუთვისას?! ახლა გრაფიკული დიზაინერის Ximena Ureta-ს (სანტიაგო – ჩილე) ნამუშევარს გაგაცნობთ, რომელიც მან ლათინო-ამერიკული Concha y Toro-სთვის შექმნა.
„Concha y Toro-ს ამ შეფუთვის ინსპირაცია ვარდის და მისი ფურცლების სინაზე და სურნელება იყო. ასევე – გაზაფხული, მისი ფერების სისუფთავით, ისეთი ხილის სათუთი ნოტები, როგორებიცაა გრეიფრუტი, ბროწეული და ნესვი. ასევე – ვაზი და მისი ფოთლები. ზოგადად ბუნება. ის სიმშვიდეც, რომლითაც საღამოობით ღრუბლები და ზღვა იმოსება“.
როგორი შეფუთვა შეიქმნა ასეთი ინსპირაციით Concha y Toro-ს Rosé-სთვის, თავად შეგიძლიათ ნახოთ და შეაფასოთ.
Credits:
Design: Ximena Ureta
Location: Chile
Project Type: Produced
Client: Concha y Toro
Photographer: Diestro.Studio
Producer: Juan Rojas
Product Launch Location: Global
Packaging Contents: Wine
Packaging Substrate / Materials: Paper
Printing Process: Digital Offset