ამჯერად XiP-ზე უნდა ვისაუბროთ, მოწინავე ულტრასწრაფ 3D პრინტერზე, რომელიც დიზაინერებსა და ინჟინრებს პროფესიონალური ხარისხის ბეჭდვას სთავაზობს. მისი ძალა ციფრებშიც საკმაოდ კარგად ჩანს — SLA პრინტერზე 6-ჯერ, ჩვეულებრივ 3D პრინტერებზე კი 10-ჯერ უფრო სწრაფია. XiP დესკტოპის კომპაქტურ პაკეტში Nexa3D’S ინდუსტრიულ LSPc ტექნოლოგიას მოიცავს. ეს კი სწორედ ის არის, რაც მას სწრაფად ბეჭდვისა და კომპლექსური გეომეტრიული ფიგურების შექმნის საშუალებას აძლევს. თანაც, დამატებითი ჩარევის გარეშე…
XiP-ის უაღრესად ზუსტი ბეჭდვის შესაძლებლობები მისი ღია მასალების პლატფორმით არის გაუმჯობესებული, რაც ფისების უფრო ფართო სახეობით მუშაობის საშუალებას აძლევს. ამასთან, მასალების მომწოდებლების მზარდი ქსელიც აქვს, რომელთა რიგებშიც Henkel, BASF და Keystone-იც იკავებს ადგილს. აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანია საკუთარ ფისებსაც ავითარებს სწრაფი პროტოტიპებისთვის, სამედიცინო თუ სპეციალიზებული ინდუსტრიებისთვის.
ბეჭდვის მთლიანობისა და ხარისხის შესანარჩუნებლად XiP-ს საკუთარი ჰაერის გამწმენდი და ფილტრიც აქვს, რათა მტვერი მასში არ მოხდეს. ხოლო, მას შემდეგ, რაც თქვენი მასალა მზად იქნება, XiP-ის გამწმენდი სადგური საშუალებას მოგცემთ, იგი მარტივად გაასუფთაოთ.