„ . . . ახლად გახსნილ მაღაზიაში „ექსელანს“ არის დიდძალი კაცის, ქალის და ბავშვის ტანისამოსი, ფორმის ტანისამოსი ყველა სასწავლებლის და სამოქალაქო დაწესებულებისა. შეიძლება შეკვეთა კაცისა და ქალის ტანისამოსისა. განუწყვეტლივ მოგვდის ყველაფერი, რაც ახალი ბერლინისა, პარიზისა და მოსკოვის სავაჭრო სახლიდან . . . მთელი მასალა, დამზადებული საკუთარ ქარხანაზე ადესაში, შეძლებას აძლევს „ექსელანს“-ის მაღაზიას მეტად იაფი ფასები დანიშნოს . . . “ – გაზეთი „ცნობის ფურცელი“, 1905 წელი (# 2961).

მე-19 საუკუნის დასასრულსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში, დღევანდელი სიტყვებით რომ ვთქვათ, მომხმარებელთან კომუნიკაციისთვის, ძალიან აქტუალური იყო რეკლამა ბეჭდურ გამოცემებში.
ეს გახლდათ, ფაქტობრივად, ერთადერთი საშუალება საკუთარი ბიზნესის – პროდუქტისა თუ მომსახურების – შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად.


„მარკეტერის“ სპეციალურ მიმოხილვაში ნახავთ როგორი იყო მაშინდელი სარეკლამო ტექსტები, რაზე აკეთებდნენ აქცენტს და რა ხერხებით ცდილობდნენ მომხმარებლის ყურადღების მიქცევას. ასევე – რა სახელები ერქვა მაღაზიებს, თუ სხვა ტიპის სავაჭრო ან ბიზნეს დაწესებულებებს.


ამ სარეკლამო ტექსტებზე დაკვირვებით, შეგვიძლია ვისაუბროთ, რა ტიპის ბიზნესი, მომსახურება და პროდუქტები იყო აქტუალური 1880-იანი წლებიდან 1910-იან წლებამდე არა მხოლოდ თბილისში, არამედ მთელს საქართველოში.


რეკლამების მიხედვით ვიგებთ, რომ საქართველოში არა მხოლოდ ადგილობრივად წარმოებული, არამედ უცხოური პროდუქციაც იყიდებოდა.

მაგალითად, აქ შეხვდებით „ინგლისური რკინის კრავოტების“ რეკლამას.
იმდროინდელ ბეჭდურ გამოცემებში, ერთნაირი სიმრავლით ჩნდება საყოფაცხოვრებო ნივთების და საკვები პროდუქტების რეკლამები. ამასთან, მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისის პრესაში ვხვდებით სპეციალურ შეთავაზებებსაც.
ამავე პერიოდში ძალიან აქტუალურია თბილისური აბანოები. შესაბამისად, ხშირია თემატური განცხადებები.
სტატიაში გამოყენებული სარეკლამო განცხადებები, 1884-1906 წლებში, გამოქვეყნებულია გაზეთებში:
- „დროება“– #06, # 66 – 1884 წელი
- „ივერია“ – #113 – 1886 წელი; #138, #155 #189 – 1902 წელი
- „ცნობის ფურცელი“ – #07 – 1896 წელი; #2728 – 1905 წელი ; #3007 – 1906 წელი






წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ციფრული ბიბლიოთეკა „ივერიელი“.
სტატიაში გამოყენებულია სწორედ აღნიშნულ ბიბლიოთეკაში დაცული მასალები, გაზეთების – „დროება“, „ივერია“, „ცნობის ფურცელი“ – ციფრული ვერსიები.
















