in

მარსზე ხმის სიჩქარე უჩვეულოდ განსხვავებულია — კვლევა

მეცნიერებმა მარსზე ხმის სიჩქარის არსებობა დაადასტურეს, რითაც პლანეტის ატმოსფეროსაც შეისწავლიან. ეს უკანასკნელი დედამიწის ატმოსფეროსგან ძალიან განსხვავდება და როგორც ამბობენ, მომავალ მარსიანელთა შორის კომუნიკაციის ფორმებსაც შეცვლის. 

M2
M2

მეცნიერი ბაპტისტ ჩიდი ამბობს, რომ მარსზე ლაპარაკის დროს არსებული ატმოსფერო უცნაურ ეფექტს წარმოქმნის და იმაზე უფრო ხმამაღლა ისმის, ვიდრე ამას ჩვენ წარმოვთქვამთ. იგი მარსის ზედაპირზე არსებული ტემპერატურის ცვლილებაზეც საუბრობს…

აქ კი საინტერესოა ის ფაქტი, რომ ხმის სიჩქარე მუდმივი არ არის და სიმკვრივისა თუ ტემპერატურის მიხედვით იცვლება. ხოლო, რაც უფრო მკვრივია გარემო პირობები, მით უფრო სწრაფად მოძრაობს იგი. სწორედ ამიტომ, ხმა ატმოსფეროში 20 გრადუსზე წამში 343 მეტრით, წყალში 1480 მეტრით, ფოლადში კი 5100 მეტრით გადაადგილდება.

მარსის ატმოსფეროს სიმკვრივე კი ჩვენს პლანეტაზე სუსტია, დაახლოებით 0.020 კგ/მ³ უდრის, მაშინ როცა დედამიწაზე ეს მაჩვენებელი 1.2 კგ/მ³-ს აღწევს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ ორ პლანეტაზე ხმის გავრცელებაც განსხვავებული იქნება. ამასთან ერთად, გავლენა ატმოსფეროს ზედა, ე. წ. პლანეტარულ სასაზღვრო ფენასაც აქვს — დღის განმავლობაში, ზედაპირის დათბობა საბოლოოდ ძლიერ ტურბულენტობას იწვევს. 

ამ შედეგების მიღებაში კი ყველაზე კარგი საშუალება სპეციალური როვერი Perseverance იყო. მას აქვს მიკროფონები, რომლებსაც მარსზე არსებული ხმები ჩვენამდე მოაქვს და ლაზერი, რომელსაც ხმაურის გამოწვევა შეუძლია. ეს ორი მახასიათებელი კი მარსის ზედაპირიდან ნიმუშების აღების დროს გამოცადეს და საკმაოდ წარმატებული შედეგიც მიიღეს — მკვლევართა ჯგუფმა ლაზერის მოქმედებასა და ხმას შორის არსებული დროის გაზომვა მოახერხა. 

ამ ტექნიკით ხმის სიჩქარე მთელი აკუსტიკური გავრცელების გზაზე გამოითვლება, რომელიც მიწიდან მიკროფონის სიმაღლემდე აღწევს“, — ამბობენ მკვლევრები. 

ხოლო მაღალ სიხშირეებზე ხმა წამში 10 მეტრზე უფრო სწრაფად მოძრაობს, ვიდრე დაბალზე. ეს კი გამოიწვევს იმას, რასაც მკვლევრები მარსზე „უნიკალურ მოსმენის გამოცდილებას“ უწოდებენ — მაღალი ხმები უფრო ადრე მივა მსმენელამდე, ვიდრე დაბალი. 

„სუფთა სახლი” უკვე სახლში მოგიტანთ!

Disney World „ვარსკვლავური ომების” იმერსიულ სასტუმროს ხსნის