in

ხორცის ალტერნატივა ქარხნების გამონაბოლქვისგან შეიქმნა

Air Meat ერთ-ერთია იმ პროდუქტებიდან, რომელსაც ხორცის გემო ნამდვილი ხორცის გამოყენების გარეშე აქვს… მას მიკრობებით ქმნიან, რომლებიც გადამუშავებულ ნახშირორჟანგს ცილებად აქცევს. თუმცა ახალი პროდუქტი აქაც განსხვავებულია იმით, რომ იგი არა ატმოსფეროდან მიღებულ CO2-ს, არამედ ქარხნების გამონაბოლქვს იყენებს.

M2
M2

საინტერესოა ისიც, რომ ეს ხორცი იმავე პროცესისა და პრინციპის გამოყენებით იქმნება, რომელიც NASA-მ ჯერ კიდევ 1960-იან წლებში კოსმოსური მოგზაურობისთვის ნახშირორჟანგის საკვებად გარდაქმნისთვის გამოიყენა. პროცესი მარტივად შეგვიძლია აღვწეროთ — მიკრობები, რომლებიც ნახშირორჟანგად გადაიქცევა, ბიორეაქტორებში იზრდება და შემდეგ წყალსა და ენერგიას უერთდება. მისგან წარმოქმნილი ცილა იწმინდება და შრება, რათა ცილების ფქვილი შეიქმნას. მიღებულ მასას კი სპეციალური ინგრედიენტები და არომატები ხორცის გემოს მისაღებად ემატება, იქნება ეს ქათმის ხორცი, ღორის თუ ზღვის პროდუქტები.

ასევე, ბიორეაქტორები მზისა და ქარის ენერგიით, წყალბადითა და ჟანგბადით იკვებება. ამასთან, თქვენ არ კლავთ ცხოველებს, რაც მის არსებობას მეტად გამართლებულსაც ხდის. 

Air Meat-ის შემქმნელებს კი სურთ, პროდუქტი მალე მიუახლოვდეს ხორცის იმ ვარიანტს, რომელსაც სუპერმარკეტებში ვყიდულობთ. ისინი ზეთებსა და საკვებ ნივთიერებებზე ექსპერიმენტებსაც ატარებენ, რათა „ხორცს“ მისცენ ისეთი არომატი, რომელიც მომხმარებლებს მოსწონთ. მათი სურვილია, ხორცის მოყვარულებს ეკოლოგიურად სუფთა ვარიანტი შესთავაზონ და ამასთან ერთად, იგი ჯანმრთელობისთვის მეტად სასარგებლო გახადონ. გარდა ვიტამინებით, მინერალებითა და ამინომჟავებით გაჯერებული პროდუქტისა, შესაძლოა, ერთი კილოგრამი Air Meat იმაზე მეტ ცილას შეიცავდეს, ვიდრე ჩვეულებრივი ხორცი.

მარსის „ბნელ ზონაში“ რეკორდულად მძლავრი მიწისძვრები დაფიქსირდა

მეცნიერებს სურთ, წამის ხანგრძლივობა შეცვალონ