in

ლოგოს შექმნა თუ მაისურზე დაბეჭდვა — რას გვთავაზობს ახალი AI ხელსაწყო?

ისედაც გაჯერებულ AI ბაზარზე, ახალი ხელსაწყო გაჩნდა, რომელსაც xTool AIMake-ის სახელით გვაცნობს. მარტივად რომ გითხრათ, GenAI ხელსაწყოა, რომლის ნამუშევრებიც იდეალურად ესადაგება ინდუსტრიულ დიზაინს. შესაბამისად, არსებულთაგან ბევრად განსხვავდება… თუმცა აქაც მოთხოვნის შედგენა მოგიწევთ, შემდგომ კი AIMake თქვენთვის გრაფიკულ მასალას შექმნის, რომელიც უკვე მზად იქნება 2D ბეჭდვისთვის, ლაზერისთვის, გრავირებისთვის ან მაისურზე გადასატანად. 

AIMake 70 განსხვავებულ სტილს გთავაზობთ, აგენერირებს ყველაფერს დაწყებული მზა ლოგოებიდან რედაქტირებად SVG-მდე და 3D გრავირებამდე. ქვემოთ კი მოდით, თითოეული დეტალურად განვიხილოთ:

მზა ნამუშევრების დაგენერირება ლაზერული ჭრისა თუ პრინტერისთვის 

ტრადიციულად ეს პროცესი რთული და ტექნიკური შეიძლება იყოს, რაც ვექტორული გრაფიკული პროგრამების ცოდნას, მაღალი ხარისხის სურათებსა და ზუსტ რედაქტირებებს საჭიროებს. ახლა კი AIMake ამას უბრალოდ ტექსტური მოთხოვნის საფუძველზე გააკეთებს.

იდეის რეალობად ქცევა მოთხოვნებზე დაფუძნებული დიზაინით

AIMake-ის ინტუიციური, მოთხოვნებზე დაფუძნებული დიზაინის სისტემა მის სიმარტივეს განაპირობებს. მომხმარებლებს შეუძლიათ, შეიყვანონ ტექსტური აღწერილობა, იქნება ეს დეტალური თუ ზოგადი, აპლიკაცია კი შესაბამის, ლაზერისთვის თავსებად, დიზაინს დააგენერირებს. ეს იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლებს შეუძლიათ, ტექნიკური საკითხების ნაცვლად, მთლიანად შემოქმედებით პროცესზე იფიქრონ. 

ინტუიციური ღილაკებით გამარტივებული პროცესი AI-ის გამოსაყენებლად როგორც დამწყებთათვის, ისე პროფესიონალებისთვის

პლატფორმა ახალ მომხმარებლებს მზა შაბლონებს სთავაზობს, რომელთაგანაც სასურველი შეუძლიათ, აირჩიონ. თუმცა ისეთ დეტალებს, როგორებიცაა სისქე და კონტრასტი, თავადვე განსაზღვრავენ. ხოლო AIMake xTool-ის პროგრამასთან ინტეგრაციით საშუალებას იძლევა, იგი ფიზიკურ მასალებს შეუსაბამოთ, რაც დროსაც დაზოგავს და მასალის დანაკარგსაც შეამცირებს…

DesignFind — შემოქმედებითი ჰაბი კრეატორებისთვის

ეს კი კიდევ ერთი პლატფორმაა, რომელიც მომხმარებლებს ლაზერისთვის, გრავირებისთვის და სხვა ტექნიკებისთვის მრავალფეროვან დიზაინს აწვდის. ხესა და აკრილს სთავაზობს მათ, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლებს შეუძლიათ მრავალი პროექტის კატეგორია იკვლიონ, დაწყებული სახლის დეკორაციით და დამთავრებული სამკაულებით. უფასო შაბლონებიც აქვს, თუმცა 3D მოდელებისა და SVG ფაილებისთვის პრემიუმ გამოწერას საჭიროებს…

AIMake-ით სარგებლობა ნებისმიერ ინდუსტრიაში

პლატფორმის ფუნქციონალობა პერსონალურ დიზაინს სცდება და იგი მარტივად შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერ ინდუსტრიაში. თუ დიზაინერები მას ლოგოების, პროდუქტის დიზაინის და, ზოგადად, მერჩენდაიზისთვის გამოიყენებენ, პატარა ბიზნესებს პროფესიონალური ბეჭდვისთვის გამზადებული დიზაინების შესაქმნელად შეუძლიათ, მიმართონ ისე, რომ გრაფიკული დიზაინის პროგრამა არ დასჭირდეთ. 

ამგვარად, AIMake დიზაინის შექმნის პროცესს მეტად სახალისოს, ხელმისაწვდომსა და მარტივს ხდის… მისი გამოყენება კი ნებისმიერ ადამიანს შეუძლია.

როგორ იცვლება youtube ტრენდები წლების განმავლობაში

29 ნოემბერს „შესყიდვების კონფერენცია 2024“ გაიმართება