“ონლაინ სივრცე ძალიან გავლენიანი და ეფექტურია”- განაცხადა Yahoo-ს ექს-კომერციულმა დირექტორმა მარვინ ლიაომ.
მარკეტერის რესპოდენტია Yahoo-ს ყოფილი კომერციული დირექტორი მარვინ ლიაო. იგი მიიჩნევს, რომ დღეს ონლაინ მედიას განსაკუთრებული ძალა აქვს და სოციალური ქსელები, მობილური სივრცე თუ ინტერნეტ გამოცემები მარკეტერებს დიდ შესაძლებლობებს აძლევს.
მარვინ ლიაო : სოციალური მედია ძალიან მნიშვნელოვანია, აქ ადამანებთან პირდაპირ გაქვს შეხება. ვთქვათ, რამე კინო ნახეს ან რესტორანში იყვნენ, ამას ვიღაც მოიწონებს და სოციალურ მედიაში გამოთქვამს მოსაზრებას, მაგრამ სოციალურ მედიაში აქტივობებს ყოველთვის სჭირდება რაღაც ფორმა.
“მარკეტერი” : რა არის ონლაინ მედიის უახლესი გლობალური ტენდენციები? რა ფორმით უნდა მოხდეს ამ სივრცის ათვისება?
მარვინ ლიაო : დიდი მნიშვნელობა აქვს მობილური სივრცის ათვისებას, ახალგაზრდები, რომლებიც მოსახლეობის დიდ ნაწილს შეადგენენ, ამ მედიის ძირითადი მომხმარებლები არიან. ასევე მნიშვნელოვანი პლატფორმაა – Facebook-ი. 6-7 წლის წინ სულ არ არსებობდა, დღეს კი დაახლოებით 1 მილიარდი მომხმარებელი ჰყავს, ამიტომ მარკეტერებისა და რეკლამის განმცხადებლებისთვის დიდი შესაძლებლობაა. ზოგადად, სოციალური მედია მნიშვნელოვანია მარკეტერებისთვის.
“მარკეტერი” : რა გზები არსებობს ამ პლატფორმების ეფექტურად გამოსაყენებლად?
მარვინ ლიაო : ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, რომ მარკეტერებმა მუდმივად უნდა ზომონ ის, რასაც აკეთებენ. უნდა გაზომო სად არიან შენი მომხმარებლები, გაზომო სამიზნე აუდიტორია, აწონ- დაწონო ის, რასაც მათ სთავაზობ.
“მარკეტერი” : ერთია მსოფლიო გამოცდილება, თუმცა ყველა ქვეყანას თავისი სპეციფიკა აქვს. მით უმეტეს ისეთს, როგორიც საქართველოა.
მარვინ ლიაო : ვერ გეტყვით, რომ კავკასიის ქვეყნებთან მიმართებაში დიდი გამოცდიელბა მაქვს. ვიცნობ: რუსეთის, უკრაინის, აზიის ბაზარს, მაგრამ კავკასიაში ნაკლებად ვარ ჩახედული. რა გამოცდილებაც მაქვს, ამის მიხედვით შემიძლია გითხრათ – თქვენი მოქალაქეები დიდი დროს ატარებენ Facebook-ში. პირველ რიგში უნდა გაიგოთ: რამდენ დროს ატარებენ თქვენთვის საინტერესო ადამიანები სოციალურ ქსელში, რას აკეთებენ ისინი, რადგან მაგალითად: “ტვიტერის” მომხამრელების აქტივობა მკვეთრად განსხვავებულია სხვა სოციალური ქსელების მომხმარებლებისგან. ამის მიხედვით უნდა შეძლოთ სპეციალისტებმა სოციალური მედიის გამოყენება.
“მარკეტერი” : რაც შეეხება ონლაინ გამოცემებს ?
მარვინ ლიაო : ეს კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობაა მარკეტერებისთვის. აქ განსხავებული მომხმარებლები არიან. ამ სივრცეში კარგად შეგიძლია განსაზღვრო სამიზნე აუდიტორია. თუ კრეატიულად მიუდგები ამ საკითხს, გყავს რეალური კონტიგენტი, რომლისთვისაც ძალიან ეფექტური შეიძლება იყოს კონკრეტული კამპანია. მაგალითად ჩემთვის ცნობილია ის საქმიანობა რასაც თქვენი ჟურნალი (Marketer.ge) აკეთებს, თქვენ შექმენით პლატფორმა და ადგილი სადაც აკავშირებთ მთელი ქვეყნის მარკეტინგულ სამყაროს ის ქვეყანაში ძალიან პოპულარულია, ასევე ალბათ არსებობს სხვა ინტერნეტ ჟურნალები სადაც სხვა მიმართულებებია განვითარებული, ნებისმიერმა მარკეტერმა უნდა იცოდეს თუ სად იმყოფება მისი აუდიტორია და სწორედ იქ უნდა მიაკითხოს.
“მარკეტერი” : როდესაც ონლაინ მედიის ასეთ მნიშვნელობაზე საუბრობთ, ხომ არ ფიქრობთ, რომ ის ჩაანაცვლებს ტელევიზიას? ბოლო დროს სულ უფრო ხშირად საუბრობენ ამ საკითხზე.
მარვინ ლიაო : იცით, ხალხი მაინც ყოველთვის უყურებს ტელევიზორს. არ მგონია, ეს შეიცვალოს, ვიდეო რეკლამა ყოველთვის მნიშვნელოვანია და ჰყავს მას თავისი მომხმარებელი. თუმცა, სულ უფრო მეტად იზრდება ონლაინ მედია და მისი გავლენა . მისი მომხმარებელი, სხვადასხვა ქვეყანაში, დაახლოებით 25%- ია (ქვეყანას გააჩნია). ეს საკმაოდ დიდი რიცხვია.
“მარკეტერი” : რა მექანიზმები უნდა გამოიყენონ მარკეტერებმა ამ სივრცეში წარმატებული კომუნიკაციისთვის?
მარვინ ლიაო : ბევრი ექსპერიმენტი შეგიძლია ამ სივრცეში ჩაატარო. აქ გესმის მომხმარებლების და შეგიძლია მიაწვდინო ხმა შენი დაგეგმილი ნაბიჯების შესახებ. ონლაინ სივრცე ძალიან გავლენიანი და ეფექტურია . მომხმარებლისგან უკუკავშირს მაშინვე იღებ და გეგმა სწრაფად შეგიძლია შეცვალო. სატელევიზიო რეკლამაში ან კამპანიაში დიდ ფულს იხდი და შემდეგ სასურველ შედეგს ან იღებ ან ვერა, არაფერი იცვლება. ონლაინ მედიას აქვს საშუალება მუდმიავდ აკონტროლო ვითარება, იყოს შენი კამპანია ინტერაქტიული, შეცვალო უკვე დაგეგმილი აქტივობა, რადგან, გაქვს უკუკავშირის საშუალება.