ნამდვილად, Yahoo, დღესდღეობით, პოპულარული კომპანია აღარ არის. თუმცა კი, სანამ ის, ჯერ კიდევ, არსებობს, თამაშგარე მდგომარეობაში ყოფნა არ სურს. სწორედ ამიტომ, დღეს, კომპანია მის არსებობას ახალი ლოგოთი გვახსენებს, რომლითაც, ფაქტობრივად, ყვირის: „ჩვენ კვლავაც ვარსებობთ!“
ახალი ლოგო Pentagram-ის მიერაა შექმნილი და ესაა Yahoo-ს ლოგოს პირველი რედიზაინი 2013 წლის შემდეგ. არსებობს ვარაუდი, რომ კომპანია, ახალი ვიზუალური იდენტობით, ძველისგან გაქცევას ცდილობს.
ადრეულ 2010-იან წლებში, ახალმა CEO-მ კომპანიის განახლება სცადა Tumblr-ისა და Flickr-ის შემოერთებით, თუმცა მეიერის ცვლილებებმა კომპანია მაინც ვერ დაიცვა. Tumblr-სა და Flickr-ს, ამჟამად, სხვა მფლობელები ჰყავს და Yahoo, თავის მხრივ, Verizon-ს ეკუთვნის.
ახალ ლოგოსთან ერთად, Yahoo-მ Yahoo Mail-ის აპლიკაციის ახალი ვერსიაც გამოუშვა. ელექტრონულ ფოსტას აქვს „სურსათის ხედის“ ფუნქცია, რაც ნიშნავს ახლომდებარე სასურსათო მაღაზიაში არსებული ფასდაკლებების აღმოჩენას.
განხილვა