in

AI თუ ნამდვილი ავტორი? — Amazon-ზე ყალბი წიგნები იყიდებოდა

მას შემდეგ, რაც ხელოვნური ინტელექტი ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცა და მრავალი ინდუსტრია დაიპყრო, ეთიკურმა საკითხებმაც მალევე იჩინა თავი. უამრავი კითხვა გაჩნდა პირადი მონაცემების დაცვის შესახებ, რასაც საავტორო უფლებებთან დაკავშირებული მწვავე განწყობები მოჰყვა — ხელოვანები და მწერლები დადგნენ საშიშროების წინაშე, რომ AI სისტემები მათი ნამუშევრებით „გამოიკვებება“.

უახლესი შემთხვევა კი ამ შიშის კიდევ უფრო მძაფრ რეალობას გვანახებს: Amazon-ზე ხელოვნური ინტელექტის მიერ დაწერილი წიგნები მწერალ ჯეინ ფრიდმანის სახელით იყიდებოდა. Guardian-თან ინტერვიუში ფრიდმანმა აღნიშნა, რომ ფაქტის შესახებ მას ერთ-ერთი მკითხველი დაუკავშირდა და საიტზე ვირუსულად გავრცელებულ წიგნებზე უამბო — თითოეულ მათგანს ყალბი სათაურები ჰქონდა: მაგალითად, „მწერლად ყოფნის ბიზნესი“ და „გამოცემა 101“.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი დასახელებები ავტორის რეალური წიგნების „კომიკურ რეპლიკას“ წარმოადგენდა — ავტორის, რომლის მთელი კარიერაც სწორედ რჩევების გაცემაზეა დაფუძნებული: „როგორ დავწეროთ და მოვცეთ ელექტრონული წიგნი სწრაფად და გამოვიმუშაოთ ფული“.

მას შემდეგ რაც ჯეინმა საკუთარ ბლოგსა და ტვიტერზე პრობლემის შესახებ დაწერა, ამაზონიდან აღნიშნული წიგნები მალევე წაიშალა. ამასთან დაკავშირებით, კომპანიამ განაცხადა, რომ მას საკმაოდ მკაფიო წესები აქვს, თუ რომელი წიგნების გაყიდვა შეიძლება — ამრიგად, როგორც კი პრობლემამ იჩინა თავი, შესაბამისი გადაწყვეტილებაც მიიღეს.

„საბედნიეროდ, ეს AI-ის მიერ სრულად ან ნაწილობრივ გენერირებული წიგნები წაშალეს, მაგრამ რა მოხდება, თუ მცირე აუდიტორიის მქონე მწერლებიც წააწყდებიან ანალოგიურ პრობლემას?“, — აღნიშნავს ჯეინ ფრიდმანი და სწორედ ამით უსვამს იმ მასობრივ ეთიკურ პრობლემას ხაზს, რომელიც ხელოვნურ ინტელექტთან მიმართებით საავტორო უფლებების დაცვას ეხება.

პირველი ციფრული შრიფტი კომპიუტერისთვის არ შექმნილა!

ხელოვნება გარემოს დაცვისა და საზოგადოებაში პასუხისმგებლობის ამაღლებისთვის