in

Yamaha-მ ახალი, ელეგანტური ელექტრო სკუტერი წარმოადგინა

ტრანსპორტის ინდუსტრია ყოველდღიურად იხვეწება და სრული სვლით წინ მიიწევს. ელექტროფიცირების მიმართულებით ინოვაციას არც Yamaha ჩამორჩება და ახალ, ელეგანტრულ ელექტრო სკუტერს წარმოადგვიდგენს, ბატარეების შესაცვლელი სისტემით.

ახალი სკუტერის ბორბლები ბევრად უფრო მცირე ზომისაა, ვიდრე სხვა ორბორბლიანი ელექტრომობილებისა, რაც, კომპანიის თქმით, მას ბევრად მეგობრულსა და მიმზიდველს ხდის. თუმცა, ვიზუალური ასპექტების გარდა, მოდელს სიჩქარის მაჩვენებელიც კარგი აქვს, რადგან 50კმ/სთ-ს 3,5 წამში ავითარებს. მას აქვს 4-პისტოლეტიანი ჰიდრავლიკური მუხრუჭი, რომელიც საკმარისი შეჩერების ძალას უზრუნველყოფს, ხოლო კომპაქტური LED ეკრანი ყველა საჭირო ინფორმაციას აჩვენებს, რათა მძღოლს არ მოუწიოს ყურადღების სხვა რამეზე გადატანა. ამასთან, მძღოლის ფეხებთან ვხვდებით სათავსოს, რომელიც საკმაოდ გამოსადეგი და კომფორტულია. მძღოლს ასევე შეუძლია დაამაგროს ჭიქის დამჭერი, რომელიც მარტივად მონტაჟდება ტრანსპორტზე.

ეს მოდელი შექმნილია Yamaha Motor-ის ადგილობრივი შვილობილი კომპანიების მიერ ტაივანში, მოპედს ადგილობრივად აწარმოებს Yamaha Motor Taiwan Co., Ltd. ტაივანში განლაგებულია სადგურები, სადაც, საჭიროების შემთხვევაში, ბატარეის შეცვლა იქნება შესაძლებელი. ეს სადგურები ტაიპეიში დღეს იმდენად ბევრგან გვხვდება, რომ ბენზინ გასამართ სადგურებზე მეტიც კი არის, ამიტომ მძღოლებს არ შეექმნებათ პრობლემა ბატარეის გამოცვლასთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია, რომ ტაივანში სკუტერები ძალიან პოპულარული ტრანსპორტია, ამიტომ ახალი მოდელის ოფიციალური ჩაშვება 2022 წლის მარტში იგეგმება.

კემბრიჯში რობოტი მტვერსასრუტი სასტუმროდან “გაიქცა”

PVP Battle-ის მესამე სეზონი იწყება – გაიცანი Khvede!