მუსიკალური ინსტრუმენტების ბრენდმა „იამაჰა“ გადაწყვიტა, ჩვენთვის მუსიკის ძალაზე ეამბა, თუ როგორ შეუძლია მას ახალგაზრდებს ემოციების კონსტრუქციულად გამოხატვაში დაეხმაროს.
სამ განსხვავებულ რეკლამაში, „მოუსმინე საკუთარ თავს“: „პიანისტი გოგო“, „გიტარისტი ბიჭი“ და „დრამერი გოგო“ მუსიკალური ინსტრუმენტების დახმარებით კომუნიკაციის გზას პოულობენ საკუთარ თავსა თუ სხვებთან.
კამპანიაზე FCB Hamburg-მა იმუშავა. მთავარი გზავნილი კი ასეთია: მუსიკალურ ინსტრუმენტებს აქვთ ძალა, ცხოვრება ცოტა უფრო მარტივი გახადონ. ცოტა ხნით მაინც.














