ბოლო დროს სულ უფრო მეტი ბრენდი უშვებს შინაური ცხოველებისთვის პროდუქტებს, ისინიც კი, რომელთაც, ერთი შეხედვით, ამ სფეროსთან არანაირი კავშირი აქვს. მათ შორის ერთ-ერთი Yamaha გახლავთ, რომელიც მუსიკალური ინსტრუმენტებითაა ცნობილი, ახლა კი კატების სათამაშოებს გვთავაზობენ, თუმცა არც კომპანიის დიზაინის ღირებულებები ავიწყდებათ.
3 კონცეფციიდან პირველია Neko-Yama — კატის სათამაშო სივრცე, ზუსტად ისეთ ვიწრო სივრცეებს სთავაზობს, რომლებშიც ჩაძვრომა და თამაში ძალიან იზიდავთ. კატების ყურებას კი ამ პროცესში გამჭვირვალე დიზაინი მეტად საინტერესოს ხდის.
შემდეგი Strumming Box-ია, ჩათვალეთ, რომ ცალკე მოწყობილობაა, რომელიც კატებს ფხაჭვნის საშუალებას მისცემს, სხვადასხვა ფერში გვთავაზობენ, რითაც თანამედროვე ნახატებსაც კი ემსგავსება…
დაბოლოს, ეს, ალბათ, ის არის, რაც მუსიკალური ინსტრუმენტებით სახელგანთქმული Yamaha-სგან ყველაზე მოსალოდნელი იყო— Cat Music Box არც მეტი, არც ნაკლები, ჩვენს შინაურ ცხოველებს საკუთარი მუსიკის შექმნის საშუალებას მისცემს. ამას კი უბრალოდ ბორბალზე სიარულით მოახერხებენ. დიახ, თითქმის იგივე კონცეფციაა, რომელსაც ზაზუნისა და ბორბლის ტრიალის შემთხვევაში ვხედავთ. თუმცა აქ მუსიკის ტემპი იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად სწრაფად ან ნელა გადაადგილდებიან ჩვენი კატები. მეტიც, უკუსვლის საშუალებაც აქვთ, რითაც სიმღერებს კიდევ უფრო საინტერესოს გახდიან.
ქვემოთ თითოეულს დეტალურად გაჩვენებთ, შემდეგ კი გვითხარით, თქვენი აზრით, ღირს თუ არა Yamaha-ს რომელიმე კონცეფციის რეალობად ქცევა…