in

მოცეკვავე შავი კატები Yamato Transport-ის რეკლამაში

აღმოსავლური კომპანიების რეკლამა და კატები სულ უფრო ხშირად გვხვდება სარეკლამო არხების საშუალებით. იაპონური საერთაშორისო გადამზიდი კომპანია Yamato Transport-ის ვიდეორგოლში მთავარი გმირი შავი კატაა. მოცეკვავე შავი კატების პერფორმანსი საკმაოდ სახალისო და მრავალფეროვანია. დისკოთეკა, ლამაზი გოგონები, აუზი, DJ კატა, ქუჩაში მოცეკვავე კატები, მოკლედ მხიარულების 3 წუთი გელით. სიმღერა NEKO FUNJATTA  ანუ “კატას გადავაბიჯე”, იმდენად გაგართობთ და კარგად დაგამახსოვრდებათ, რომ შესაძლოა მთელი დღე იღიღინოთ. 

 

https://www.youtube.com/watch?time_continue=75&v=3pKESMsMQBw

 

ამ ვიდეორგოლით კომპანიამ თავისი 40 წლის იუბილე აღნიშნა. კომპანიის ლოგო შავი კატაა, რომელიც ზრუნავს თავის კნუტზე. Yamato Transport-ის კონცეფციაც მსგავსია – თქვენს ტვირთზე, როგორც საკუთარზე, ისე იზრუნებენ.

ბარსელონას ფეხბურთელები უჩვეულო ამპლუაში – Gillette–ის რეკლამა

„თუ მოინდომებ აუცილებლად შეგაფასებენ, დაგაფასებენ და იქნები წარმატებული“ – ელენე გეგენავას #პირველისამსახური #ერთგულებისისტორია