in

Yandex გახდა Yandex Go

Yandex-მა გამოუშვა Go – აპლიკაცია, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს სერვისებს ყოველდღიური ამოცანების შესასრულებლად. საქართველოში, Yandex Go აპლიკაციაში ახლა გაერთიანებულია „ტაქსით სწრაფი გადაადგილება ქალაქში“ და „ნივთების მყისიერი გაგზავნა“. სხვა ქვეყნებში ამ სერვისებს შეიძლება დაემატოს რესტორნებიდან კერძების და მაღაზიებიდან პროდუქტების ექსპრეს-მიტანა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის „ცოცხალი“ განრიგი, ქარშეარინგი და მგზავრობა პერსონალურ მძღოლთან ერთად.

Go ჩაანაცვლებს Yandex.Taxi-ს აპლიკაციას. როგორც კომპანიაში ამბობენ, ერთ აპლიკაციაში სხვადასხვა სერვისების გაერთიანებით, Yandex Go ამ სერვისების ყველა საკვანძო ტექნოლოგიას გამოიყენებს. სერვისების შეკვეთების შემსრულებელი მძღოლები ნაკლებად იმუშავებენ „ფუჭად“ და აღარ გაუცდებათ დრო შეკვეთების მოლოდინში

„Yandex Go საშუალებას აძლევს ხალხს, სწრაფად და დროულად მოაგვარონ ქალაქში გადაადგილებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი. ტაქსი 5 წუთზე ნაკლებ დროში მოდის, ნივთების ან საბუთების ადგილზე მიტანას, საშუალოდ, 20 წუთზე ნაკლები სჭირდება. Yandex ეკოსისტემის შიგნით არსებული ტექნოლოგიებისა და პლატფორმების წყალობით, ჩვენ იმდენად ვამარტივებთ ყოველდღიურ საქმეებს, რომ თქვენთვის შესაძლებელია მათი შესრულება, სწრაფად და სხვა საქმეების პარალელურად“, – ამბობს დანიილ შულეიკო, კომპანია Yandex.Taxi-ს ჯგუფის გენერალური დირექტორი.

დასახელებასთან ერთად, შეიცვლება Yandex Go-ს ინტერფეისიც. თუმცა, კვლავ Yandex.Taxi-ს სტილის იქნება.

Yandex Go-ზე გადასასვლელად, მომხმარებლებმა Yandex.Taxi-ს აპლიკაცია უახლესი ვერსიით უნდა განაახლონ. ახალი მომხმარებლებისთვის Yandex Go სერვისი უკვე ხელმისაწვდომია ჩამოსატვირთად Google Play-სა და AppStore-ში.

Yandex.Taxi თბილისში 2016 წლის აგვისტოდან მუშაობს. სერვისი უკვე ხელმისაწვდომია ბათუმსა და რუსთავშიც. მიმდინარე წლის დასაწყისში, ტაქსით მგზავრობების გარდა, სერვისებს დაემატა ადგილზე მიტანის ფუნქცია.

 

[R]

GEX – ქართული კრიპტო ბირჟა საერთაშორისო ასპარეზზე

„გვინდა, “not Museum” მნიშვნელოვანი კულტურული ცენტრი გახდეს, მაგრამ არა როგორც მუზეუმი, არამედ როგორც ცოცხალი და აქტიური სივრცე“