in

Yandex.Taxi მომხმარებელს, ბავშვის მგზავრობისათვის, სპეციალურ პირობას სთავაზობს

Yandex.Taxi მომხმარებელს ახალ ტარიფს სთავაზობს. ასეთ გამოძახებაზე საბავშვო ეტლით აღჭურვილი მანქანა მივა. როგორც კომპანიაში ამბობენ, სპეციალური შეთავაზება, „საბავშვო“, არსებული მოთხოვნიდან გამომდინარე გაჩნდა.

BOG
BOG

 

კონკრეტულად, რას გულისხმობს ახალი ტარიფი, რა უპირატესობა აქვს კონკურენტებთან მიმართებაში და რას გეგმავს კომპანია სამომავლოდ?! ამ და სხვა საკითხებზე „Yandex.Taxi  საქართველოს“ რეგიონალურმა დირექტორმა თეიმურაზ ხმელიძემ ისაუბრა.

თეიმურაზ ხმელიძე: 27 ივნისს გავუშვით ახალი ტარიფი, სახელწოდებით „საბავშვო“. ამ ტარიფით გამოძახების შემთხვევაში, ადგილზე მივა „Toyota Prius“. ავტომობილი აღჭურვილი იქნება საბავშვო სავარძლით Moni Armor ან Moni Ares , რომლებიც წარმოებულია ევროპული სტანდარტით (ECE-R44/04), მათ შორის, გავლილი აქვს სიმულირებული ავარიის ტესტები. სპეციალურად გადავამზადეთ საბავშვო სავარძლით აღჭურვილი ავტომობილების მძღოლებიც.

რატომ გადაწყვიტეთ ამ ტარიფის შეთავაზება?

პრინციპში, ჩვენ ამ იდეამდე მომხმარებლების თხოვნის შედეგად მივედით. ბევრი მშობელია, ვისაც თვითონ არ სცალია, შვილებს სკოლაში ან საბავშვო ბაღში ტაქსით აგზავნის. იყო მოთხოვნა, მათთვის ისეთი სერვისი შეგვეთავაზებინა, რომ ბავშვის უსაფრთხოება მაქსიმალურად დაცული ყოფილიყო. სამწუხაროდ, პატარების შემთხვევაში, უმნიშვნელო ავარიის დროსაც კი, შეიძლება, მძიმე შედეგი დადგეს, მათი კუნთოვანი სისტემა და ძვლები არ არის იმ დონეზე გამაგრებული, რომ, შეჯახების დროს, თავი შეიკავონ. საბავშვო სკამი, ავარიების შემთხვევაში, რისკებს 3-4-ჯერ ამცირებს.

რაც შეეხება ამ კონკრეტული ტარიფის მიზანს . . .

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, შესაბამისი სამაგრი მოწყობილობების გარეშე, 3 წლამდე ბავშვის გადაყვანა აკრძალულია. თუმცა, ეს კანონი არც თუ ისე ხშირად სრულდება. იმედია, ამ ტარიფის შემოღებით, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კუთხით, ამ პროცესში საკუთარ წვლილს ჩვენც შევიტანთ.

საქართველოში, ტაქსის ბაზარზე, საკმაოდ დიდი კონკურენციაა, რითია თქვენი კომპანია გამორჩეული ?

დიახ, დღეს ეს ბაზარი ძალიან კონკურენტულია. რამდენიმე ათეული კომპანია მუშაობს, როგორც საცალო, ასევე კორპორაციულ სექტორში. ამას ემატება ქუჩის ტაქსი, რომელიც, რეალურად, ყველაზე დიდი მოთამაშეა და ყველაზე დიდი საბაზრო წილი უკავია. რაც შეეხება ჩვენს უპირატესობას, ეს არის მომხმარებლისთვის მისაღები ფასი. დაბალი ფასის შენარჩუნებას უახლოესი ინფორმაციული ტექნოლოგიის ხარჯზე ვახერხებთ, რომელიც ოპტიმალურად ანაწილებს შეკვეთებს თავისუფალ მანქანებს შორის და მგზავრი დანიშნულების ადგილამდე ოპტიმალური მარშრუტით მიჰყავს. გარდა ამისა, ბოლო პერიოდში, დავხვეწეთ მომსახურება და მაქსიმალურად შევამცირეთ გამოძახებაზე ავტომობილის მისვლის დრო. თუ ადრე, საშუალოდ, 6 წუთი სჭირდებოდა, ბოლო რამდენიმე თვეა, ეს მაჩვენებელი ორჯერ შემცირდა და 3 წუთს შეადგენს. მესამე ფაქტორია პლასტიკური ბარათით გადახდა, რომელიც ძალიან ბევრი კლიენტისთვის მოსახერხებელია. მათ აღარ უწევთ ხურდის მოძიება ან ხურდის ლოდინი. მომხმარებელი მიდის დანიშნულების პუნქტამდე და ტაქსიდან, როგორც საკუთარი მანქანიდან, ისე გადადის, სხვა არაფერზე ფიქრი არ უწევს.

რაც შეეხება Yandex.Taxi-ის ტარიფებს . . .

ამ მომენტისთვის Yandex.Taxi მომხმარებელს სთავაზობს ოთხ ტარიფს. ესენია „ეკონომი“ – სტანდარტული ან კომფორტის კატეგორიის მანქანა მისაღებ ფასად, „კომფორტი“ – კომფორტის კატეგორიის მანქანა დატრეინინგებული მძღოლით, „მინივენი“ – მანქანა 6 სამგზავრო სკამით, რომელიც განკუთვნილია საქალაქთაშორისო მგზავრობისთვის. და ბოლოს, ახალი ტარიფი „საბავშვო“, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ.

მალე Yandex.Taxi-ის მომხმარებელს საშუალება ექნება, სპეციალური სადაზღვევო პაკეტით ისარგებლოსკონკრეტულად რას ითვალისწინებს ეს შეთავაზება?

სწორედ ახლა მიმდინარეობს მგზავრების დაზღვევაზე მუშაობა. კანონმდებლობა არ გვავალდებულებს აღნიშნული პროექტის განხორციელებას, მით უმეტეს რომ Yandex.Taxi წარმოადგენს მხოლოდ ტაქსის აპლიკაციას, ხოლო მგზავრის გადაყვანა ხორციელდება ადგილობრივი კომპანიების მიერ. თუმცა, Yandex.Taxi იღებს პასუხისმგებლობას მგზავრების უსაფრთხოებაზე. შესაბამისად, გვინდა, წლის ბოლომდე დავნერგოთ დაზღვევის სერვისი. შედეგად, ყველა მგზავრს ექნება სრული სადაზღვევო დაფარვა Yandex.Taxi-ით მგზავრობის დროს.

რაც შეეხება კომპანიის სამომავლო გეგმებს . . . 

უახლოეს მომავალში, საქართველოს რამდენიმე ქალაქში „შესვლას“ ვაპირებთ. გარდა ამისა, იგეგმება კორპორაციული სერვისის გაშვება, რის შემდეგაც შევძლებთ, მოვემსახუროთ არა მხოლოდ საცალო მომხმარებელს, არამედ იურიდიულ პირებსაც.

[R]

ოფლი – მნიშვნელოვანი მომენტების მთავარი მტერი! – Pond’s-ის უცნაური ვიდეორგოლი

თბილისში ავსტრიული Coffeeshop Company გაიხსნა