in ,

“მე მიყვარს, რასაც ვაკეთებ. მე ვაკეთებ იმას, რაც მიყვარს!” – ყავის შავი მაგია Dark Arts Coffee-სგან

თუ ყავა თქვენს ვენებშიც მიედინება, ეს რეკლამა გულგრილს არ დაგტოვებთ. მსგავს ფილოსოფიურ, მისტიკურ და ამავე დროს, იუმორისტულ მიდგომას ყავის რეკლამაში იშვიათად ნახავთ. სწორედ ეს ხდის Dark Arts Coffee-ს ახალ რეკლამას გამორჩეულს.

 

https://www.youtube.com/watch?v=16isQY89RS8

 

ეს არის ისტორია ადამიანებზე, რომლებიც თავის საყვარელ საქმეს აკეთებენ და საკუთარი ხელებით ქმნიან იმას, რაც ასე აღაფრთოვანებთ. მათთვის ყავა არ არის ჩვეულებრივი სასმელი. ის შთაგონების, ცხოვრების ჟინისა და სიყვარულის უშრეტი წყაროა. არომატი, შეხება, სითბო, ფერი მათში საუკეთესო ემოციებს იწვევს.

სარეკლამო რგოლში, სახელად Coffee Is In Our Blood, კომპანიის CEO-თი დაწყებული და თითეული თანამშრომლით დამთავრებული, ყავის სიყვარული ფილოსოფიის დონეზე აქვთ აყვანილი. მათი აზრით, ყავის თითოეული მარცვალი, თავისი შინაარსით, მთელი დედამიწის ხელაა.

გარდა ყავის მომზადების პროცესისა და კომპანიაში მომუშავე ადამიანების გაცნობისა, Dark arts Coffee მის მიერ წარმოებული ყავის საიდუმლო ინგრედიენტს ამხელს. როგორც რგოლიდან ჩანს, განუმეორებელ გემოს მას თვით “ანგელოზის ცრემლები” სძენენ.

სარეკლამო რგოლზე სააგენტო Lorem Ipsum Of London-მა იმუშავა.

“მარტორქის ჩურჩულები” უნდა გერქვას შენ! ზედმეტად გემრიელი ორცხობილა Fiber One-ის იუმორისტულ რეკლამაში

დიახ, მე შემიძლია! – სუპერ ადამიანები Channel 4–ის შთამაგონებელ ვიდეორგოლში