in

ყავა — საუკეთესო სასმელი მეხსიერების პრობლემების მოსაგვარებლად

ერთ-ერთი მთავარი ჰიპოთეზა ყავის მაღალი კოფეინის შემცველობას უკავშირდება

ყავა მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სასმელია — როგორც უნიკალური თავისებურებების, ისე მიმზიდველი გემოების გამო… გარდა იმისა, რომ ყავა ენერგიით გვავსებს და მის გარეშე ფუნქციონირება ბევრ ჩვენგანს ვერ წარმოუდგენია, მას ჯანმრთელობისთვის მრავალი სხვა სარგებელი მოაქვს.

M2
M2

ალბათ, გახსოვთ კიდეც ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული სტატია, რომელიც ცხადყოფს, რამდენად დიდ როლს ასრულებს ყავა სხვადასხვა დაავადების პრევენციის თვალსაზრისით. თუმცა დღეს კიდევ ერთ დადებით თვისებაზე ვისაუბრებთ — ეს “ჯადოსნური ელექსირი” საუკეთესო საშუალებაა მეხსიერების პრობლემების მოსაგვარებლად.

Journal of Alzheimer’s Disease-ში გამოქვეყნებული მოხსენება რამდენიმე კოჰორტულ კვლევას აერთიანებს. თითოეული მათგანი ერთ მიზანს ემსახურება — დაადგინოს, რა რაოდენობის ყავას აქვს დადებითი გავლენა ჩვენს კოგნიტიურ ჯანმრთელობაზე. მოხსენების თანახმად, რამდენიმე კვლევა ცხადყოფს, რომ ყავა ამცირებს დემენციის რისკს, ებრძვის ალცჰაიმერის დაავადებას და ანელებს კოგნიტიურ დაქვეითებას.

ამ თვალსაზრისით, ერთ-ერთი მთავარი ჰიპოთეზა ყავის მაღალი კოფეინის შემცველობას უკავშირდება. შესაძლოა, კიდევ ერთ მიზეზად ანტიოქსიდანტების დონეც დასახელდეს… ნებისმიერ შემთხვევაში, კვლევა ირწმუნება, რომ ყავის ზომიერი მოხმარება ნამდვილად კარგია ჩვენი კოგნიტიური ჯანმრთელობისთვის.

ალბათ, ამ სასიხარულო ამბის წაკითხვის შემდეგ კიდევ ერთი ფინჯანი ყავის დალევა გეჩქარებათ… თუმცა მნიშვნელოვანია, ყურადღება მიაქციოთ დამატებით ინგრედიენტებს — მაგალითად, შაქარი ნეგატიურად აისახება კოგნიტიურ მდგომარეობაზე. ამას მოწმობს კლინიკური ინტერვენციები. ხანდაზმულ ადამიანებზე ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ შაქრის ჭარბი მოხმარება დროთა განმავლობაში აუარესებს მეხსიერებას და ზრდის დემენციის რისკს. ჰარვარდის სამედიცინო სკოლის თანახმად, შაქრის კოგნიტიურ დაქვეითებაზე გავლენა განსაკუთრებით საზიანოა დიაბეტის მქონე ადამიანებისთვის.

PCR ტესტი სულ რაღაც 55 ლარად, ახლა უკვე Elvis-ზე!

მითები და ფაქტები სწორი კვების შესახებ