in

ყავა “სიკვდილის ველზე” და ექსტრემალური გასეირნება Audi R8–თი

ამერიკაში, მოჰავეს უდაბნოს მახლობლად, მდებარეობს “სიკვდილის ველი”. სახელი ნამდვილად არასასიამოვნოა, მაგრამ მიუხედავად ამისა, კომპანია Airbnb–მ გადაწყვიტა მომხმარებლისთვის აქ დასასვენებელი გარემო შეექმნა.

BOG

 

https://www.youtube.com/watch?v=M1jM9gTkrOI

ადგილი მართლაც მიუვალი და დაუსახლებელია. უახლოესი მაღაზია, უფრო სწორად, პატარა ძველი ჩამონგრეული ჯიხური, რამდენიმე კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. თუ, შემთხვევით, სურვილმა გძლიათ და ყავა მოგინდათ, რომელის მომარაგებაც წინასწარ არ გაგითვალისწინებიათ, მაშინ ნამდვილად დიდი პრობლემის წინაშე აღმოჩნდებით, მაგრამ თუ ავტოფარეხში Audi–ს ახალი R8 დგას, მაშინ “მაღაზიაში” წასვლა პრობლემა კი არა, არაჩვეულებრივი თავგადასავალია.

მაშ ასე, Airbnb და Audi თავის ერთგულ მომხმარებელს არაჩვეულებრივ, თავგადასავლებით სავსე სამდღიან დასვენებას სთავაზობს “სიკვდილის ველზე”. ამისთვის სახალისო ვიდეორგოლიც გამოუშვეს. კომფორტული და თანამედროვე სახლი შუაგულ უდაბნოში, დასვენების სურვილით შეპყრობილი ცოლ–ქმარი, ორი ახალი R8 და უდაბნოს მტვერში ამოსვრილი ყავის გამყიდველი ჯორჯი.

ეს ნამდვილად ის დასვენებაა, რომელიც ერთდროულად თან ძალიან წყნარი და მშვიდია, თან კი ექსტრემალური და გასართობი.

ერეკლე ამაშუკელი – #პირველისამსახური

საუზმე ბარსელონაში და შოპინგი პარიზში? რატომაც არა!? – easyJet–ის ორიგინალური ვიდეორგოლი