in

რისთვის იყენებენ „ყავისფერ ხმაურს“?

M2
M2

წარმოიდგინეთ ღრმა სტატიკური გუგუნი, როგორც რეაქტიული ძრავის დაბალი ხმაური… ამას „ყავისფერი ხმაური“ ჰქვია და საკმაოდ პოპულარულია ყურადღების დეფიციტის/ჰიპერაქტიურობის აშლილობის მქონე ადამიანებში — კერძოდ, ის ფოკუსირებასა და მოდუნებას აადვილებს.

სტატისტიკურად, #brownnoise ჰეშთეგს 86 მილიონზე მეტი ნახვა აქვს TikTok-ზე. ვიდეოების სიუჟეტები კი ძირითადად ერთნაირია: ADHD-ის მქონე ადამიანები ყავისფერ ხმაურს უსმენენ და პარალელურად აღნიშნავენ, რომ მათ ტვინს არასოდეს უგრძნია მსგავსი სიმშვიდე.

მიუხედავად ამისა, იმის მტკიცებულება, რომ ყავისფერი ხმაური ყურადღების დეფიციტის მქონე ადამიანებს ეხმარება, მხოლოდ ზედაპირულია და საბოლოო კვლევები არ არსებობს. ამის სანაცვლოდ, არაერთი კვლევა არსებობს მსგავს, თეთრ ხმაურზე, რომელსაც შემეცნებისა და კონცენტრაციის გაუმჯობესება შეუძლია.

რა არის ყავისფერი ხმაური?

ყავისფერი ხმაური განიხილება ფართოზოლოვან აუდიოდ, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი სიხშირეების ფართო დიაპაზონისგან შედგება, რომელიც ადამიანის ყურს ესმის. ამასთან, ყავისფერი ხმაური მხოლოდ დაბალ სიხშირეებს იყენებს — წარმოქმნის დაბალ ბასს, რაც ზოგიერთი ჩვენგანისთვის ძალიან სასიამოვნოა. ექსპერტები მას ჭექა-ქუხილის, რეაქტიული თვითმფრინავის ან ძლიერი ქარის ხმას ადარებენ.

ამის საპირისპიროდ, თეთრი ხმაური, რომელიც ასევე ფართოზოლოვანი აუდიოა, მოიცავს ყველა იმ სიხშირეს, რაც ადამიანის ყურს ესმის — წარმოიდგინეთ ტელევიზორის სტატიკური ან ვენტილატორის გუგუნი. ამიტომაცაა, რომ ზოგიერთისთვის ხმაური დამამშვიდებელია, ზოგისთვის კი — შემაწუხებელი.

რატომ გვეხმარება ყავისფერი ხმაური კონცენტრაციაში?

ზოგიერთ ექსპერტს მიაჩნია, რომ ყავისფერი და თეთრი ხმაური სმენის დაფარვის ტექნიკაა. სხვა სიტყვებით, მათ სხვა დამაბრკოლებელი ხმების დახშობა შეუძლია.

ხოლო გორან სოდერლუნდის, დასავლეთ ნორვეგიის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის მკვლევრის, თქმით, ეფექტი უბრალო სმენის დაფარვას სცილდება. გასული ათწლეულის განმავლობაში მან 15 კვლევა ჩაატარა იმის გასარკვევად, თუ როგორ მოქმედებს თეთრი ხმაური ADHD-ის მქონე და არმქონე ადამიანებზე. როგორც გაირკვა, ADHD-ის მქონე ადამიანები უკეთესად ასრულებდნენ მეხსიერების და მეტყველების ამოცანებს, როდესაც თეთრ ხმაურს უსმენდნენ. 

მართალია, მეცნიერს ყავისფერი ხმაური არ შეუსწავლია, მაგრამ თვლის, რომ მასაც მსგავსი ეფექტი ექნება. ამის მიზეზს ტვინში ქიმიური ნივთიერების მუდმივ ზოგად დონესთან აკავშირებენ, რომელსაც დოფამინი ეწოდება. დოფამინის უფრო მაღალი დონე შეიძლება დაეხმაროს კონცენტრაციის რეგულირებას, მაგრამ მისი მდგრადი გამოყოფა, როგორც ჩანს, უფრო დაბალია ADHD-ის მქონე ადამიანებში. ამიტომაც, სოდერლუნდის ვარაუდით, ფართოზოლოვანი ხმაურის მოსმენა გარკვეულწილად დოფამინის ზრდას იწვევს.

ამის პარალელურად, გაურკვეველია, მოაქვს თუ არა რაიმე სარგებელი ამ ტიპის ხმებს ADHD-ის არმქონე ადამიანებისთვის. მცირე კვლევაში სოდერლუნდმა აღმოაჩინა, რომ ადამიანებს, რომლებსაც არ აქვთ ADHD, შეუძლიათ ისარგებლონ თეთრი ხმაურის უფრო მშვიდი დონეებით. ხოლო მეორე კვლევაში კითხვის უნარის მქონე ბავშვებმა გააუმჯობესეს კითხვისა და მეხსიერების ქულები.

Louis Vuitton შობისთვის რომანტიკული კომედიით ემზადება

500 Global-ის რჩეულთა სიაშია Crosscreators – აუგმენტური რეალობა ბიზნესისთვის