in

ყაზბეგის მარათონი 2016

2016 წლის 4 სექტემბერს საქართველოში, დაბა სტეფანწმინდაში, რიგით მეშვიდე “ყაზბეგის მარათონი” ჩატარდება.
მარათონი იმართება ზღვის დონიდან 1700-2200 მეტრ სიმაღლეზე, დიდი კავკასიონის გრანდიოზული ხედებისა და მყინვარწვერის ფონზე. აღსანიშნავია, რომ “ყაზბეგის მარათონი” შესულია მსოფლიოს სათავგადასავლო მარათონების სიაში.

 

მარათონი მოიცავს 5 დისტანციას : სამოყვარულო გარბენი – 8 კმ, ნახევარ მარათონი – 21 კმ, სრული მარათონი – 42 კმ, გუნდური შეჯიბრი მარათონული ესტაფეტა – 42 კმ და ბავშვთა გარბენი – 0.4 კმ. მარათონში უკვე დარეგისტრირებულია 400-მდე მორბენალი მსოფლიოს 34 ქვეყნიდან.
მონაწილეებს შორის არიან წარმატებული ქართველი ბიზნესმენები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, უცხოელი ტურისტები, ქართული კომპანიების გუნდები. “ყაზბეგის მარათონი” საქველმოქმედოა. მისი სლოგანია “ბავშვთა ლეუკემია განკურნებადია”. შემოსული თანხა ერიცხება “მშობელთა სახლს”, რომელიც ხანგრძლივი მკურნალობის ქვეშ მყოფი რეგიონებიდან ჩამოსული პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის არის განკუთვნილი.
3 სექტემბერს, მარათონის წინა დღეს, მორბენლებს საშუალება ეძლევათ ისიანოვნონ ტრადიციული პასტა ფართით სასტუმრო რუმს ყაზბეგში და გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილება და შთაბეჭდილებები. მარათონის დასრულების შემდეგ კი თითოეული მორბენალი სპორტული მასაჟით ისარგებლებს. ყველა ფინიშთან მისული მარათონელი მედლითა და სერტიფიკატით დაჯილდოვდება. გამარჯვებულთათვის კი დაწესებულია მრავალფეროვანი პრიზები.
მარათონის ორგანიზატორია ტურისტული სააგენტო “ვიზიტ ჯორჯია”.
მარათონის მხარდამჭერები: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, მცხეთა-მთიანეთის
გუბერნატორის ადმინისტრაცია, დავით ტატიშვილის სპორტული მედიცინისა
და რეაბილიტაციის ცენტრი.
მარათონის მასპინძელი სასტუმრო: Rooms Hotel Kazbegi
წყლის სპონსორი : კომპანია აქვა გეო
მორბენალთა ნომრის სპონსორი: SMS Frankfurt Group
მედია პარტნიორები : რადიო Jako FM და Caucasus Business Week
ყაზბეგის მარათონში მონაწილეობის მსურველთათვის რეგისტრაციის გავლა მარათონის ვებ გვერდზე www.kazbegi-marathon.com 1ელ სექტემბრამდეა შესაძლებელი.

Taxify Georgia – განცხადებას ავრცელებს

“მსოფლიოს უძველესი პროფესია” – CC Loan – ის ახალი სარეკლამო რგოლი