in

თუ მოხუცის დანახვისას ავტობუსში თავი მოგიმძინარებიათ, ეს რეკლამა თქვენთვისაა

თუ ხშირად იქცევით ცუდად, ეს რეკლამა შვებას მოგგვრით, რადგან ქალების მხარდასაჭერად შექმნილმა Yes Foundation-ის ორგანიზაციამ გადაწყვიტა, იმპოსტერის სინდრომი დაამარცხოს, არასრულყოფილებასაც მიესალმოს და ხელახლა გვაჩვენოს, რას ნიშნავს, იყო კარგი.

BOG

ამგვარად, რეკლამაში ჩვეულებრივი ადამიანები არიან ნაჩვენები, რომლებიც ხანდახან კარგ ადამიანად ყოფნას დაიზარებენ… ხან ძაღლის ფეკალიების აღებაზე იტყვიან უარს, ხანაც ავტობუსში მოხუცის დანახვისას მოიმძინარებენ თავს… თუმცა, შეუძლებელია ყოველთვის საუკეთესოდ იქცეოდეთ და სწორედ ამაზეა ეს რეკლამაც.

მინდოდა ამ ფილმთან კავშირები ეპოვათ, ამიტომაც ვაჩვენეთ არასრულფასოვნება პერსონაჟებში… ყოველდღიური ნამდვილი ლოკაციები გამოვიყენეთ და გაპრიალებულ ვიზუალებსაც ავარიდეთ თავი, რადგან რეალობა იშვიათადაა სრულყოფილი. ჭუჭყიანი, სასაცილო და მრავალი ნაკლით სავსეა, მაგრამ სწორედ ეს გვაქცევს ადამიანად”, — ამბობს ფილმის რეჟისორი მატეუშ მიშჩინსკი.

აქვე გვაცნობენ რაღაც მხრივ კეთილ ადამიანებს, რომლებსაც ცოდვები” მაინც დაუგროვდათ…

კარგი ადამიანებიც კი არ არიან კარგები დროის 100%-ში. სუპერმარკეტის სალაროებთან იტყუებიან ან იპარავენ ლუდის ჭიქებს პაბებიდან. გვინდოდა, კარგი ადამიანის ყველაზე ინკლუზიური სურათის დახატვა, რათა ყველას ეგრძნო, რომ საკუთარ საზოგადოებაში ცვლილებების შეტანა შეუძლია, — განმარტავს ალექს პრიუ, ქოფირაითერი.

რამდენად მოახერხეს ეს, თავად შეაფასეთ:

Good People-ის კამპანიაზე სარეკლამო სააგენტო Dude-მა იმუშავა.

უსაფრთხო ქუჩები ქვეითებისა და ველომომხმარებლებისთვის – „თეგეტა მოტორსი“ გაეროს უსაფრთხოების კვირეულის მხარდამჭერია

,,ბიოგრაფი ლივინგი” ხუთ ახალ დეველოპერულ პროექტს იწყებს