ბანგლადეშის ბიუროს სტატისტიკის მიხედვით, ბოლო დროს, ქალაქ დაკაში განქორწინების რიცხვი 34%-ით გაიზარდა. დღემდე, აქ მცხოვრები ხალხისთვის განქორწინება ავტომატურად გულისხმობს არასასიამოვნო იარლიყის მიწებებას. სწორედ ამიტომ, ბანგლადეშის მობილურმა ოპერატორმა Telecom-მა, გადაწყვიტა დაამსხვრიოს სოციალური სტიგმა. კამპანია, რომელზეც სარეკლამო სააგენტო Big Little Films-მა იმუშავა, მოუწოდებს განქორწინებულ ქალებს, უყვარდეთ საკუთარი თავი, რადგან ზუსტად ეს არის მთავარი.











