ალბათ, შესაძლებლობების ლიმიტს თავად ვაწესებთ — საკუთარ თავს ვეუბნებით რა შეგვიძლია და საპირისპიროდ, რა აღემატება ჩვენს ძალებს თუ უნარებს. ამ ნარატივზე დააფუძნა ფიტნეს-ბრენდმა Peloton თავისი ახალი რეკლამა: „Yes, I Can“.
მართალია, სიუჟეტი უშუალოდ ინსტრუქტორების როლის ირგვლივ ბრუნავს, ადამიანებს მოტივაცია და გამძლეობა მისცენ ვარჯიშის მიმართულებით, თუმცა იდეა კონკრეტულ სფეროს სცდება. საკუთარი თავისთვის მუდმივად იმის გამეორება, რომ რაღაც შეგიძლია, დადებითად მოქმედებს როგორც თვითშეფასებაზე, ისე რეალურად განხორციელებულ საქმეებზე.
„სიტყვებს დიდი ძალა აქვს, განსაკუთრებით მაშინ, როცა საკუთარ თავს ვეუბნებით. ამ კამპანიაში Peloton-ის ინსტრუქტორების რეალურ საუბრებს წარმოგიდგენთ — ისინი ყოველდღიურად ასე ელაპარაკებიან წევრებს, რაც მათ ეჭვებისგან და ნეგატიური აზრებისგან ათავისუფლებს“, — აღნიშნავს Peloton-ის წარმომადგენელი.