in

„Yes Man“- ანუ რატომ არ უნდა ვთქვათ „არა“!

 

ბაია აფხაიძე

#InsidePMG

1,2,3… ღრმად ჩავისუნთქე და ოთახის კარი შევაღე, სადაც მელოდებოდა სამი, ჩემთვის უცხო ადამიანი. იქ გადაწყდებოდა, ახალ კარიერულ ეტაპზე გადავდიოდი, თუ ვრჩებოდი ძველ რუტინაში. მოკლედ რომ გითხრათ, პასუხი დადებითი იყო და დღეს მე „ფილიპ მორისის“ თანამშრომელი ვარ და ის სამი უცხო ადამიანი ჩემი მეგობრები და თანამშრომლები არიან.

მახსოვს პირველი ემოციები, როდესაც ოფისში შევედი (მაშინ ჯერ კიდევ „ტაბიძის ოფისში“ იყო კომპანია), თავი ფილმის კადრში მეგონა, რადგან სივრცის განლაგება ძალიან ჰგავდა ამერიკულ ფილმებში ასახულ ოფისის გარემოს. ზოგადად, ფილმებს ჩემ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს და ეს ემოცია გასაუბრების წინ ერთგვარი მოტივატორი იყო – მინდოდა, მემუშავა იქ, სადაც ყოველ დღე თავი ფილმში მეგონებოდა. წარმოიდგინეთ, დილით იღვიძებთ და მიდიხართ არა სამსახურში, არამედ გარემოში, სადაც შენი წარმოსახვა რეალური ხდება.

პირველი სამუშაო დღე – შიშნარევი აღფრთოვანება. ახალი ადამიანები უნდა შემომეშვა ჩემს ცხოვრებაში, რომლებზეც მხოლოდ ის ვიცოდი, რომ მუშაობდნენ ჩემთვის სასურველ გარემოში. პირველ დღეს ოფისი ნახევრად სავსე დამხვდა, რადგან ახალი წლის შვებულების პერიოდი იყო. თუმცა ორ კვირაში, როდესაც ჩვეულად შევაღე ჩვენი დეპარტამენტის კარი, დამხვდა უამრავი უცხო ადამიანი, მათ იცოდნენ, ვინ ვიყავი მე (პოზიციურად) და მე ვიცოდი, ვინ იყვნენ ისინი (პოზიციურად). თუმცა, ეს პოზიციური ცოდნა მალევე მეგობრულ ცნობაში გადავიდა და დღემდე ეგრე გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ სხვა დეპარტამენტში გადავედი (ამაზე ვრცლად ქვემოთ მოგიყვებით).

ერთი წლის მანძილზე ვმუშაობდი გაყიდვებში, სადაც ადმინისტრატორის ფუნქციები მებარა. ყოველდღიურად შეხება მქონდა უამრავ ადამიანთან და მოწყენის საშუალება ნამდვილად არ მეძლეოდა. ვისწავლე უამრავი უცნობი რამ, რაც პირველ დღეს წარმოუდგენლად მეჩვენებოდა, ვისწავლე პროგრამა „SAP”, რომელზეც მეგონა, რომ ვერასდროს შევეწყობოდით (მომეჩვენა, რომ მეგობრული არ იყო), თუმცა, დღეს განუყრელი მეგობრებივით ვართ.

გარკვეული პერიოდის შემდეგ, მივხვდი, რომ სიახლე მჭირდებოდა. დავიწყე ფიქრი, თუ რა კუთხით შემეძლო ყოველდღიურობის შეცვლა. დიდი ხანი ლოდინი არ დამჭირდა, რადგან გამოჩნდა ახალი შეთავაზება, ჩემთვის სრულიად უცხო სფეროში და ეს იყო „ფინანსების დეპარტამენტი“. როდესაც მითხრეს, რომ შემეძლო მათთან გადავსულიყავი, გაოცებისგან ხმა ვერ ამოვიღე, მხოლოდ თავს ვაქნევდი და „ამმ..“ „ჰმმ…“ მსგავს ბგერებს გამოვცემდი. ფიქრისთვის დრო მომცეს და იმ მომენტიდან დათანხმებამდე, მხოლოდ ეგ მიტრიალებდა თავში. რთული იყო ისეთ სფეროში ნაბიჯის შედგმა, რომელზეც არასდროს გიფიქრია. მაგრამ ცვლილებების სურვილი შიშზე უფრო მძაფრი იყო და მე ვთქვი „კი“, „გადმოვალ ფინანსებში“.

პირველი სამუშაო დღე – შიშნარევი აღფრთოვანება. ცხოვრების ახალი ეტაპი დავიწყე, უცხო სფეროში, ნაცნობ და ახლო ადამიანების გარემოცვაში. ალბათ, სწორედ ადამიანების ფაქტორი დამეხმარა იმ „სირთულეების“ გადალახვაში, რომელიც პროფესიულ სიახლეს მოჰყვებოდა.

დღემდე ფინანსების დეპარტამენტში ვმუშაობ, 2-წლიანი შრომა, სიახლეები, ემოციები, მხარდაჭერა, საუკეთესო გუნდი ამ ყველაფრიდან გამომდინარე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ აღარ არსებობს დაბრკოლება, რომელიც შემაშინებს.

ბოლოს, მინდა ვთქვა, რომ არ აქვს მნიშვნელობა როგორი პროფესიული „ბექგრაუნდი“ გაქვთ, მთავარია, რა არის თქვენი ნამდვილი სურვილი, შიშს და ეჭვს არ უნდა მივცეთ იმის უფლება, რომ გავჩერდეთ და ყოველთვის უნდა ვთქვათ „კი“ სიახლეზე, რაც არ უნდა რთული გვეჩვენებოდეს ის.

ბაია აფხაიძე – AP ასისტენტი, ფინანსების დეპარტამენტი, „ფილიპ მორის საქართველო“

წინამდებარე სტატიაში გადმოცემული მოსაზრებები  ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ გამოხატავს „ფილიპ მორის საქართველო“-ს შეხედულებებს.

[პარტნიორის კონტენტი]

„შუშხუნა ბაკურიანი“ – სიახლე ბაზრის ლიდერი ბრენდისგან!

„მაგთის“ რებრენდინგი – განახლებული ლოგო, დამატებითი სერვისები და ახალი სიმღერა