in

YHG-ის ინოვაციური პროექტი: მიიღე მეორე პასპორტი და იმოგზაურე 154 ქვეყანაში უვიზოდ

„World In Your Hands“ — York Holding Group-ის ინოვაციური პროექტის, Caribgates-ის სლოგანია, რომელიც გაძლევთ შესაძლებლობას, მიიღოთ ალტერნატიული პასპორტი და ვიზის გარეშე იმოგზაუროთ 154 ქვეყანაში.

საინვესტიციო მიგრაცია სრულიად ახალი კონცეფციაა ქართული ბაზრისთვის, რომლის მეშვეობითაც, უძრავ ქონებაში ერთჯერადი ინვესტიციის სანაცვლოდ, უმოკლეს დროში შეძლებთ, მიიღოთ მეორე პასპორტი.

გლობალური მოქალაქეობა გაძლევთ თავისუფლებას, იმოგზაუროთ და აკეთოთ ბიზნესი ისეთ ადგილებში, რომლებიც სხვაგვარად შეუძლებელი იქნებოდა. CBI (Citizenship by Investment) შესანიშნავი შესაძლებლობაა თქვენი ფინანსური მომავლისთვის. აღნიშნული ინვესტიცია უზრუნველყოფს თქვენს მომავალს და ფინანსური აქტივების დაცვას, ამასთანავე, უვიზო მიმოსვლას მთელს მსოფლიოში.

აქვე უნდა ვთქვათ, რომ უფრო და უფრო მეტი ქვეყანა იწყებს CBI სქემებს ინვესტორების მოსაზიდად, ეკონომიკური მდგომარეობისა და საცხოვრებელი გარემოს გასაუმჯობესებლად.

ინვესტიციის დაწყება და განაცხადის შეტანა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, თუმცა, აუცილებელია პროგრამის კრიტერიუმების დაკმაყოფილება, მათ შორის სუფთა კრიმინალური ჩანაწერის ქონა და მინიმალური საინვესტიციო მოთხოვნის დაკმაყოფილება. საინვესტიციო პროგრამის ღირებულება დამოკიდებულია თქვენ მიერ შერჩეულ პროგრამაზე და ოჯახის წევრების რაოდენობაზე, რომლებიც შეიტანენ ვიზაზე განაცხადს თქვენთან ერთად.

დეტალური სიახლეები სულ მალე გახდება ცნობილი, რომლებსაც კომპანიის ვებგვერდზე გაეცნობით.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო საინვესტიციო და დეველოპერული კომპანიის, York Holding Group-ის შთამბეჭდავი წარმატების ისტორია 2016 წლიდან იწყება. ჰოლდინგში ასევე შედის კომპანია York Towers (იორკ თაუერსი) და Zaha Construction (ზაჰა), რომელიც აპროექტებს და აშენებს ყველა დეველოპერულ პროექტს.

[პარტნიორის კონტენტი]

ეს მოწყობილობა გულისცემას მუსიკად აქცევს

გაიცანით სექსუალურად განათლებული ჩეტბოტი