in

ყინულის ტბა – ხალხის რჩეული ფოტო “Wildlife Photographer of the Year” ნომინაციაში

ნომინაციისთვის “ველური ბუნების წლის ფოტოგრაფი 2021” დაახლოებით 32000-მა ადამიანმა მისცა ხმა და ყველაზე მეტი კრიშტიანო ვენდრამინმა მიიღო. იტალიელი ფოტოგრაფის სურათი 50 000 მონაწილეს შორის შეირჩა. 

BOG
BOG

ეს ამაღელვებელი ფოტო ჩრდილოეთ იტალიაში, სანტა კროჩეს ტბაზეა გადაღებული. იმ დღეს, როცა ეს კადრი დააფიქსირა, ფოტოგრაფმა შენიშნა, რომ აწეულმა წყლის დონემ ტირიფის ხეები ნახევრად დაფარა, რამაც შექმნა ანარეკლი, რომელსაც ყინულოვანი არემარე კიდევ უფრო მშვენიერს ხდიდა. 

ფოტოგრაფისთვის ეს ადგილი დიდ ემოციებთან არის დაკავშირებული, რადგან ის მისი გარდაცვლილი მეგობრის საყვარელი ადგილი იყო და როდესაც ეს კადრი გადაიღო, მასზე ფიქრობდა. 

ბუნების ისტორიის მუზეუმის დირექტორმა, დუგლას გურმა თქვა, რომ კრიშტიანოს ეს გამოსახულება იმ დადებითი ზეგავლენის სიმბოლოა, რასაც ბუნება ჩვენზე ახდენს. 

“ბოლო ორმა წელმა ხელახლა განსაზღვრა ის, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია ცხოვრებაში – ადამიანები და გარემო, რომლებიც გადამწყვეტ როლს თამაშობენ ჩვენს პირად ეკოსისტემებში. იმედი მაქვს, მათ, ვინც დროში გაყინულ ამ პეიზაჟს უყურებს, გაახსენდებათ ბუნებრივ სამყაროსთან დაკავშირების მნიშვნელობა”, – ამბობს ის.

გარდა გამარჯვებული სურათისა, მაღალი შეფასებები კიდევ 4-მა ფოტომ მიიღო, ასევე ველური ბუნების თემატიკაზე დაფუძნებულმა. ეს ხუთი ფოტო ლონდონის ბუნების ისტორიის მუზეუმში შევა.

ნახეთ: როგორია Porsche 911-ის განახლებული ვერსია

NASA-ს კამერამ ვენერას ზედაპირი ხილულ სპექტრში გადაიღო