in

ნახეთ Young Lions Georgia 2023-ის ყველა ნამუშევარი!

* ფაილებში მოცემული ნამუშევრების რიგითობა პირობითია და შემთხვევითობის პრინციპითაა დალაგებული!

ახალგაზრდა ლომების ნამუშევრების შეფასება უკვე დაასრულა ჟიურიმ, გადაწყვეტილებაც მიიღო, მაგრამ ამას ამ სტატიიდან ვერ გაიგებთ. შედეგებს ხვალ, 6 მაისს, 19:00 საათზე სტამბაში გავეცნობით. მანამდე კი შეგიძლიათ, ოთხივე კატეგორიის ბრიფი და ნამუშევრები ქვემოთ მოცემულ ბმულებზე იხილოთ — რა თქმა უნდა, თქვენი ფავორიტიც შეარჩიოთ.

1. მარკეტერი

მარკეტერის კატეგორიის ბრიფი და წესები იხილეთ ბმულზე.

მარკეტერის კატეგორიის მონაწილეების ნამუშევრები იხილეთ ბმულზე.

2. პრინტი

პრინტის კატეგორიის ბრიფი და წესები იხილეთ ბმულზე.

პრინტის კატეგორიის მონაწილეების ნამუშევრები იხილეთ ბმულზე.

3. დიჯიტალი

დიჯიტალის კატეგორიის ბრიფი და წესები იხილეთ ბმულზე.

დიჯიტალის კატეგორიის მონაწილეების ნამუშევრები იხილეთ ბმულზე.

4. ფილმი

ფილმის კატეგორიის ბრიფი და წესები იხილეთ ბმულზე.

ფილმის კატეგორიის მონაწილეების ნამუშევრები იხილეთ ბმულზე.


აქვე შეგახსენებთ, რომ 402 ახალგაზრდა (201 გუნდი) 4 კატეგორიაში პირველობისთვის იბრძვის. ოქროს მედალოსნები ივნისში, ქალაქ კანში, მსოფლიო პირველობისთვის იასპარეზებენ.

კანის ლომები მსოფლიოს ყველაზე დიდი და პრესტიჟული კრეატიული ფესტივალია, რომელიც უკვე 70 წელია ტარდება ქალაქ კანში. საქართველომ 2015 წელს მიიღო წარმომადგენლობის უფლება.

2023 წლის ფესტივალის მხარდამჭერები არიან თიბისი, aPeople, თეგეტა.

როგორ გამოიყურება დედამიწის მოსახლეობის ვიზუალიზაცია

როგორ უნდა მოვარგოთ კომპანიის კულტურა AI-ს?