ესეც ასე, კანის ლომების ახალგაზრდული შეჯიბრის 2023 წლის შედეგები უკვე ცნობილია! მონაწილე გუნდებმა დღეს, 6 მაისს გაიგეს ბრინჯაოს, ვერცხლისა და ოქროს ჯილდოს მფლობელების ვინაობა; ასევე — ნიკა გუჯეჯიანის ჯილდოს მფლობელის, რომელიც ეკა ყიფიანს გადაეცა კრეატიულ ინდუსტრიაში შეტანილი ცვლილებისთვის.
ვიდრე პირველი, მეორე და მესამე ადგილების მფლობელთა შესახებ ცალკე მოგიყვებოდეთ, შეგიძლიათ თითოეული კატეგორიის ნამუშევრების რეიტინგები ქვემოთ მოცემულ ფოტოებზე იხილოთ. და აქვე გახსოვდეთ, მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი დაგაკლდათ გამარჯვებამდე, მონაწილეობა ყოველთვის ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია — so, never give up!

კანის ლომები მსოფლიოს ყველაზე დიდი და პრესტიჟული კრეატიული ფესტივალია, რომელიც უკვე 70 წელია ტარდება ქალაქ კანში. საქართველომ 2015 წელს მიიღო წარმომადგენლობის უფლება.
2023 წლის ფესტივალის მხარდამჭერები არიან თიბისი, aPeople, თეგეტა.