in ,

ბიჭუნა, რომელმაც ფრენა ისწავლა! – სპრინტერ უსაინ ბოლტის ისტორია

უსაინ ბოლტი Digicel–ის რეკლამაში, უსაინ ბოლტი Nissan–ის რეკლამაში, უსაინ ბოლტი და ოლიმპიური თამაშები… მოკლედ, ამ ბოლო დროს, უსაინი საკმაოდ აქტუალური თემაა და ბევრი ცნობილი ბრენდისა თუ კომპანიის რეკლამებში გვხვდება. ვინ არის უსაინ ბოლტი?! თუ ჯერ არ იცით, ან იცით, მაგრამ კარგად არა, მაშინ სპორტული ენერგეტიკული სასმელების მწარმოებელი კომპანია Gatorade–ის ეს არაჩვეულებრივი ბიოგრაფიული ანიმაცია ამ ლეგენდარულ სპრინტერს კარგად გაგაცნობთ.

 

 

გრანდიოზული სპორტული კარიერის ფესვები, იამაიკის პატარა ქალაქის ქუჩებიდან მოდის. სკოლაში წასასვლელ პატარა უსაინს სახლიდან გამოსვლა ყოველთვის აგვიანდებოდა ხოლმე, სამაგიეროდ, დაკარგულ დროს გზაში სირბილით ინაზღაურებდა და გაკვეთილზე მასწავლებელზე ადრე შედიოდა. ამ საოცარი ნიჭის აღმოჩენას სპორტის სამყარო მის სკოლის მასწავლებელს, განვითარებასა და მხარდაჭერას კი დედას უნდა უმადლოდეს. უსაინის პირველი წარმატება 12 წლის ასაკში შედგა, როდესაც სკოლის უსწრაფეს მორბენლად დაასახელეს. აქედან იწყება სწორედ მისი გამარჯვებების ათვლა.

ბავშვობიდან მხიარულ და პოზიტიურ უსაინს უამრავი გამარჯვება აქვს მოპოვებული. მან 2008 წელს მსოფლიო რეკორდიც მოხსნა. ამავე წელს ოლიმპიურ თამაშებზე თასმებშეხსნილმა სპრინტერმა თავისივე რეკორდი კიდევ უფრო გააუმჯობესა. მან სრულიად დამსახურებულად მოიპოვა უსწრაფესი ადამიანის ტიტული და დღემდე მყარად ატარებს მას.

სპრინტერს, რომელზეც თავისუფლად შეილება ითქვას, რომ დაფრინავს, წლევანდელ ოლიმპიადაზეც დიდი გეგმები აქვს და მის გამოსვლას მთელი მსოფლიო სულმოუთქმელად ელის. მანამდე კი უსაინის გულშემატკივრებს გირჩევთ, ამ არაჩვეულებრივ ანიმაციურ ვიდეორგოლს უყუროთ, რომელიც ისეთივე ემოციური და პოზიტიურია, როგორიც თავად უსაინი და მიუხედავად იმისა, რომ 7 წუთიანია, ისე მალე გაიფრენს, როგორც ბოლტი სარბენ ბილიკზე, თანაც, უამრავ ემოციას დაგიტოვებთ.

ჰაერის გამწმენდი კოშკი, რომელიც დაბინძურებულ ჰაერს ალმასებად გარდაქმნის – Smog Free Project

რა დროს დანებებაა, ჯიმ, როცა არსებობს McDonald’s-ის სამმაგი ჩიზბურგერი?!