in

Yoga Fest (Sober Rave) — „ფხიზლად გართობის“ ფესტივალი 2-4 ივნისს ჩატარდება

Yoga Fest (Sober Rave) — ეს არის 3-დღიანი, შემეცნებით-გამაჯანსაღებელი და „ფხიზლად გართობის“ ფესტივალი.

ფესტივალზე მოსულებს ექნებათ შესაძლებლობა, სუფთა ჰაერზე დაესწრონ იოგას მრავალფეროვან პრაქტიკებს, მოისმინონ საინტერესო ლექციები, დაკავდნენ სხვადასხვა აქტივობით და რაც მთავარია, გაერთონ და იცეკვონ ფხიზლად. აქვე საგულისხმოა, რომ ბავშვებისთვის შესაბამასი სივრცეა გამოყოფილი, თამაშებისა და საინტერესო ვორქშოფების დატვირთული განრიგით.

ფესტივალის განსხვავებულობა და განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ აქ ადამიანები ფხიზლად იქნებიან. შესაბამისად, ფესტივალზე არ დაიშვება და არ გაიყიდება ალკოჰოლი ან სხვა სათრობი სუბსტანციები. რეალურად, ფესტივალის მიზანია, ჯანსაღი ცხოვრების წესს გაუწიოს პროპაგანდა და საზოგადოებაში „ფხიზელი გართობის“ მოტივაცია გაზარდოს.

თავისი ხასიათიდან გამომდინარე, აქტივობების ერთობლიობა დამსწრე აუდიტორიას დაეხმარება, აიმაღლონ ცნობიერება იმ გზების შესახებ, თუ როგორ შეიძლება საკუთარ ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა, გარემოს ნაკლებად დაბინძურება და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.

ფესტივალი ჩატარდება 2-4 ივნისს, „ლისი ლემანსის“ ტერიტორიაზე.

ოგა და აქტივობები:

იოგა დამწყებთათვის / ჰათჰა იოგა / კუნდალინი იოგა / ძალისმიერი იოგა / ბავშვთა იოგა  / ციგუნი / ტაიჩი / იოგა ნიდრა / პრანაიამა / მედიტაცია / აშთანგა ვინიასა ფლოუ

DJ არტისტები:

Kdema / Abdali / 3 AM / A.K.O / Holo / 9 EYE / Jam Session

სპიკერები:

დავით კანდელაკი / რეზი ხუნწელია / ლევან ბახია / ლევან რამიშვილი  / ზაზა კალანდარიშვილი / ნუგზარ ძიძიგური

[R]

რომპეტროლი, BREATH Georgia-სთან თანამშრომლობით, სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიას კვლავ აგრძელებს

ეროვნულმა ბანკმა სტაჟირებისა და კარიერული განვითარების ფორუმს უმასპინძლა