ბაზარზე ყოველდღიურად ჩნდება ახალი პროდუქტები, შეთავაზებები და კამპანიები. კონკურენცია იზრდება, არჩევანი ფართოვდება, თუმცა მომხმარებლის ტკივილები უცვლელია: რა ვაჩუქო? როგორ გავაოცო? სად წავიდე? როგორ გავატარო დრო ხარისხიანად საყვარელ ადამიანებთან ერთად?
ემოციების პლატფორმა YOLO სწორედ ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად შეიქმნა. პროექტი COLO ჰოლდინგის შემადგენლობაში შედის და ერთიან ეკოსისტემაში აერთიანებს გამოცდილებითი საჩუქრების მარკეტფლეისსა და ღონისძიებების აფიშას.
ბრენდის კონცეფციაზე, ბაზრის გამოწვევებსა და იმაზე, თუ რატომ არის გამოცდილება (Experience economy) ახალი ეკონომიკური ვალუტა, COLO-ს სტრატეგიული კომუნიკაციების მენეჯერი, ანი სანაია გვესაუბრება.
როგორია YOLO-ს კონცეფცია? რა პრობლემას უგვარებს მომხმარებელს?
მომხმარებელი დღეს ინფორმაციული გადატვირთვის ეპოქაში ცხოვრობს და მთავარი გამოწვევა, რომლის წინაშეც დგას, არა არჩევანის ნაკლებობა, არამედ მისი სიჭარბეა.
ბაზარი სავსეა იდენტური პროდუქტებით და სერვისებით, ამას ემატება ცხოვრების აჩქარებული ტემპიც და მომხმარებლისთვის არჩევანის გაკეთება სულ უფრო რთული ხდება. ეკონომიკური განვითარების მოდელებს თუ გადავხედავთ, ოთხ ძირითად ტიპს გამოვარჩევთ:
სასოფლო-სამეურნეო ეკონომიკაში მთავარი შეთავაზება ნედლეული იყო.
ინდუსტრიულ ეპოქაში – საქონელი.
შემდეგ უკვე – სერვისების ეკონომიკა.
დღეს კი, უკვე შთაბეჭდილებების ეკონომიკის ეპოქაში ვცხოვრობთ და კონკურენციას ახალი და ძალიან საკვანძო ინდიკატორი დაემატა – მომხმარებლის ყურადღებისთვის ბრძოლა.
ამავდროულად ცხოვრების დონის ზრდასთან ერთად, მომხმარებელი და მისი მოთხოვნებიც გაზრდილია, რაც თავის მხრივ, ნიშნავს, რომ უბრალოდ პროდუქტით ან მომსახურებით ის აღარ კმაყოფილდება. მას კონკრეტული ბრენდის ასარჩევად მეტად მყარი არგუმენტი სჭირდება – ემოცია!
YOLO სწორედ ამ ტკივილს პასუხობს. ეს არის უანალოგო ციფრული რესურსი, სადაც ერთ სივრცეში ნახავთ ემოციურ საჩუქრებს, გადაწყვეტთ სად და როგორ გაატაროთ დრო ნაყოფიერად და რა ახალი ჰობი გაიჩინოთ.
სხვა სიტყვებით, YOLO-ს საშუალებით მომხმარებლები ზოგავენ დროსა და ენერგიას. მომხმარებელს აღარ უწევს ათეულობით გვერდისა და შეთავაზების დათვალიერება,რადგან ჩვენ უკვე კურირებულ არჩევანს ვთავაზობთ – დახარისხებულსა და გააზრებულს.
ერთ სივრცეში თავმოყრილია გასტრონომიული, შემოქმედებითი, თავის მოვლასთან დაკავშირებული, ექსტრემალური და სხვა კატეგორიის აქტივობები. ამასთან საიტზე ნავიგაცია შესაძლებელია სამიზნე აუდიტორიების გაფილტვრით, როგორებიცაა: ქალისთვის, კაცისთვის, წყვილისთვისდა სხვ. ასეთი დეტალური სეგმენტაციის ფუნქცია კიდევ უფრო აადვილებს იდეალური გამოცდილების პოვნას ნებისმიერი შემთხვევისთვის.

ამას გარდა, დამატებითი კომფორტია პროცესის ციფრულობა, – არ აქვს მნიშვნელობა სად იქნებიან მომხმარებლები, საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ, მაუსის სულ რამდენიმე დაწკაპუნება და ადრესატი დაუვიწყარ საჩუქარს მიიღებს ციფრული სერტიფიკატის ან სასაჩუქრე ბოქსის სახით.
რას ნიშნავს „შთაბეჭდილება საჩუქრად“?
ჩვენი კონცეფციის საკვანძო იდეაა, რომ ჩვენ არ ვყიდით უბრალოდ სერვისებს, ჩვენ ვამკვიდრებთ ქცევის მოდელს – „ემოცია საჩუქრად.“
ეს არის პასუხი მუდმივ კითხვაზე „რა ვაჩუქო?“
YOLO მომხმარებელს აძლევს იმის საშუალებას, რომ მან მზრუნველობა, სიყვარული და ყურადღება პერსონალიზებული გამოცდილების ჩუქების გზით გამოხატოს, რაც ადრესატის გონებაში ძალიან დიდხანს დარჩება როგორც ბედნიერი მოგონება.
პარაშუტიდან ხტომა, კერამიკის მასტერკლასი, ტანგო ან კრივი წყვილისთვის, ვახშამი შეფთან, სხეულის ან სახის მასაჟი – ეს იმ შთაბეჭდილებების მცირე ჩამონათვალია, რომელსაც yolo.ge-ზე იპოვით.
ჩვენს პლატფორმაზე წარმოდგენილი სერვისები სერტიფიკატების სახით იყიდება, თუმცა იდეურად მეტია ვიდრე უბრალოდ ვაუჩერი ან მატერიალური ნივთები. ამ გზით ერთი მხრივ, საყვარელ ადამიანებს ჩუქნით ყველაზე ღირებულს – ემოციას!
ვიცით, რომ იდეალური საჩუქრის პოვნა ხშირად სტრესულია ხოლმე, თუმცა იოლო ამ პროცესს შთამაგონებელ და ბედნიერ მომენტებად გარდაქმნის და ეს გაცნობიერება მთელ გუნდს ძალიან გვაბედნიერებს.
გვესაუბრეთ სამიზნე სეგმენტზე…

YOLO-ს სამიზნე აუდიტორია არიან ადამიანები, რომლებიც არჩევანს აკეთებენ გამოცდილებაზე. კერძოდ კი:
- ადამიანები, რომლებსაც სურთ ემოციური საჩუქარი საყვარელი ადამიანებისთვის, – ისინი, ვინც ვერ კმაყოფილდებიან სტანდარტული სერვისებით და ეძებენ ემოციებს
- ადამიანები, რომლებსაც სურთ ახალი უნარ-ჩვევების ან ჰობის შეძენა – თვითგანვითარებაზე ორიენტირებული აქტიური აუდიტორია, რომელიც თავისუფალ დროს აღიქვამს ზრდის შესაძლებლობად
- ექსპატები ან მოგზაურები – რომლებიც ეძებენ უნიკალურ გამოცდილებას და სურთ ადგილობრივი კულტურის შეცნობა შეზღუდულ დროში
- წყვილები, ოჯახები და მეგობრები – რომელთაც სურთ დროის ხარისხიანად გატარება და არა უბრალოდ სადმე წასვლა
- ქალაქში მცხოვრები აქტიური ადამიანები – რომლებიც უქმე დღის საინტერესოდ დაგეგმვას ცდილობენ და ახალ იდეებს ეძებენ
და ცალკე, მნიშვნელოვანი სეგმენტია კორპორაციული მომხმარებელი: კომპანიები, რომლებიც გეგმავენ თიმბილდინგებს, თანამშრომელთა მოტივაციის პროგრამებს ან კორპორაციულ საჩუქრებს.
როგორ ცვლის YOLO კორპორაციული ჩუქების კულტურას?

ჩვენ არაერთ კომპანიასთან ვთანამშრომლობთ და ძალიან კარგად ვიცით, რომ ისინი სულ ერთი და იმავე გამოწვევის წინაშე დგანან: როგორ შესთავაზონ თანამშრომლებსა და პარტნიორებს განსხვავებული და დასამახსოვრებელი საჩუქრები დღესასწაულებზე.
თუ რამდენიმე წლის წინ კორპორატიული საჩუქარი ძირითადად ფორმალურ ხასიათს ატარებდა, დღესდღეობით ბიზნესი უფრო მეტად აცნობიერებს, რომ მოტივაცია და ემოციური კავშირი სტრატეგიული რესურსია, რამაც მკვეთრად გაზარდა მოთხოვნა თიმბილდინგებსა და გამოცდილებით აქტივობებზე. ჩვენ კი ჩვენი მხრივ, ცდას არ ვაკლებთ, ბიზნესებს მათი ამოცანების შესრულებაში დავეხმაროთ.
გვესაუბრეთ გუნდზე – რა გამოცდილება დგას Yolo-ს უკან?

გვეამაყება, რომ YOLO-ს უკან დგას არა მხოლოდ იდეა, არამედ მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება. დამფუძნებლები არიან სერგიი ბილიი და მამუკა თოდუა – მრავალი წლის ბიზნეს პარტნიორები, რომლებმაც განსხვავებული, მაგრამ ერთიან ფილოსოფიაზე დაფუძნებული პროექტები ერთ ეკოსისტემაში მოაქციეს – ემოციების ჰოლდინგი COLO.
სიტყვა “COLO“ ნიშნავს ერთიანობას და ეს შემთხვევითი არ არის, რადგან Colo ადამიანებს, იდეებს და შთაბეჭდილებებს აერთიანებს. ჰოლდინგში შემავალი პროექტებია:
- რადიოკაფე – თანამედროვე ქართული სამზარეულო
- YOKO – პანაზიური კაფე
- YOLO – ემოციების პლატფორმა
- Mary Jos – ქართული ლიქიორების აღორძინება, კონცეპტუალური კაფე ბარი და ასევე საფირმო სასმელების ხაზი (ჩაი, კოქტეილები, გლინტვეინი)
პროექტების გარდა, ეს ჰოლდინგი საერთო ღირებულებებით ანთებული ადამიანების გაერთიანებაა დიდი იდეის გარშემო. პირველ რიგში, თავად ჩვენ ვართ გამოცდილებითი საჩუქრების ქომაგებიც და მომხმარებლებიც. მთელი გულით გვჯერა, რომ YOLO ახალ ქცევის პატერნებს დაამკვიდრებს საზოგადოებაში და თამაშის წესებს შეცვლის ბაზარზე.
თუ ორგანიზაციულ დონეზე განვიხილავთ, გუნდი შედგება ადმინისტრაციული, კომერციული და მარკეტინგის გუნდებისგან და თითოეული მიმართულების ცენტრში მომხმარებელთან ემოციური კავშირის შექმნა და დაუვიწყარი შთაბეჭდილება დგას.
როგორ გეგმავთ, რომ გაზარდოთ სტარტაპი და საზოგადოებამდე მიიტანოთ თქვენი მთავარი სათქმელი – You Only Live Once?

კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ვიზრდებით არა მხოლოდ დოკუმენტებში გაწერილ „სტრატეგიებში“, არამედ რეალურად ვვითარდებით და შედეგებიც თვალსაჩინოა.
მთავარი მამოძრავებელი ძალა კი, რაც მოტივაციას გვინარჩუნებს, არის YOLO-ს უმთავრესი მისია: ადამიანებს შევახსენოთ რამდენად მშვენიერია ცხოვრება. სლოგანი You Only Live Once ჩვენთვის უბრალო სიტყვები არ არის. ეს არის მოწოდება, რომ მხოლოდ ერთხელ ვცხოვრობთ და დაუვიწყარი თავგადასავლების დროა, – რომ ვიცხოვროთ ამ მომენტში.
ბრენდის ზრდის სტრატეგია საკმაოდ ამბიციურია თუმცა რამდენიმე საკვანძო მიმართულებას გაგიზიარებთ:
რებრენდინგი:
განვაახლეთ ვიზუალური იდენტობა და გავაძლიერეთ კონცეფცია. დღეს YOLO 4 დიდ მიმართულებას აერთიანებს, რათა ადამიანმა სწრაფად იპოვოს „ზუსტად ის” გამოცდილება, რაც მას სჭირდება განწყობის, საჭიროებისა და ინტერესების მიხედვით:
- გასტრონომია: გასტრო-შთაბეჭდილებები, დეგუსტაციები, კონკრეტულად „წყვილისთვის/მეგობრებისთვის“ განკუთვნილი ფორმატები და რა თქმა უნდა, გასტრონომიული “ემოციები” როგორც საჩუქარი.
- მოგზაურობები: ტურები, მოკლე თავგადასავლები და ქვეყნის კულტურის გაცნობა (აქტუალურია ტურისტებისთვის და ადგილობრივებისთვისაც).
- ღონისძიებები: ქვეყნის გამორჩეული ღონისძიებები, წინასწარ ჩვენ მიერ მომზადებული დაიჯესტები: „სად წავიდეთ“, “ტოპ ღონისძიებების ათეული” და სხვ. რათა ადამიანმა საათები არ დაკარგოს ძიებაში.
- გამოცდილებები: (შთაბეჭდილებები) – “ემოცია საჩუქრად” : მასტერკლასები, გამაჯანსაღებელი (ე.წ ველნეს) გამოცდილებები, ახალი ჰობის ვარიანტები, აქტიური და ექსტრემალური აქტივობები. სხვა სიტყვებით, ყველაფერი ის, რაც დიდხანს რჩება ადამიანის გონებაში.
გასვლა ოფლაინში: საკუთარი გაყიდვის წერტილი + სტენდები პარტნიორებთან + რიტეილი
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომ 2026 წელს საკუთარ გაყიდვის წერტილს ვხსნით და პარალელურად პარტნიორულ ქსელს ვაფართოვებთ.YOLO-ს ფიზიკურ სივრცეში უკვე მზა შთაბეჭდილებების ნაკრებები იქნება წარმოდგენილი სხვადასხვა ნომინალებში. ამ გზით, “ემოციები” ხელმისაწვდომი გახდება არა მხოლოდ ონლაინ, არამედ მეტად ხელშესახები გახდება მომხმარებლებისთვის პრინციპით – „შეხვედი და იყიდე“.
ამავდროულად, იგეგმება მზა ნაკრებების სტენდების დადგმა პარტნიორი ქსელების მაღაზიებში. ვემზადებით რითეილ-არხებში შესასვლელად. კერძოდ კი იმ სივრცეებში, სადაც მომხმარებელი სპონტანურად და კონკრეტული შემთხვევებისთვის ეძებს საჩუქრებს. ასეთებია: წიგნის ქსელური მაღაზიები, ყვავილების მაღაზიები და სხვა გაყიდვის წერტილები. ჩვენი ამოცანაა, “ემოცია საჩუქრად” იყოს მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და ხილვადი.
ძლიერი ფოკუსი B2B-ზე: კორპორატიული ემოციები როგორც მოტივაციის ინსტრუმენტი
როგორც ზემოთ აღვნიშნე, აქტიურად ვავითარებთ B2B მიმართულებას და კომპანიებს ვხედავთ როგორც ცალკე აუდიტორიას საკუთარი ამოცანებით: თანამშრომლების მოტივაცია, გუნდზე ზრუნვა, პარტნიორებთან ურთიერთობების გაძლიერება, თიმბილდინგი, კორპორატიული საჩუქრები, HR-ბრენდინგი და სხვ.
სხვა სიტყვებით, ჩვენ არ ვთავაზობთ კომპანიებს უბრალოდ სერტიფიკატებს. ჩვენ “ემოციებს” მათი ბრენდის ატრიბუტიკას ვარგებთ:
- ვქმნით პერსონალიზებულ საჩუქრის ბოქსებსა და ნაკრებებს;
- ვადაპტირდებით ბიუჯეტისა და ამოცანის შესაბამისად (მათ შორის პრემიუმ ფორმატებამდე);
- ვახორციელებთ ბრენდინგს: კომპანიის ვიზუალური ელემენტები, ბარათები, შეფუთვა, კორპორაციული მესიჯები.
თუ შევაჯამებ, მაქსიმალურად ვცდილობთ, დამკვეთის საჭიროებებზე მორგებას, რათა კორპორატიული საჩუქარი ნამდვილად ემოციური და ლოიალური ჟესტი იყოს და არა უბრალოდ ფორმალობა.
უნივერსალური მულტიბრენდული სერტიფიკატები: არჩევანის თავისუფლება ერთ ვაუჩერში
გამოცდილება გვაჩვენა, რომ ვაუჩერები ძალიან კარგად მუშაობს ბაზარზე. ამიტომაც აქტიურად ვმუშაობთ უნივერსალური მულტიბრენდული სერტიფიკატების გაშვებაზე.
ლოგიკა მარტივია: ყიდულობთ YOLO-ს ვაუჩერს და მისი გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა პარტნიორთან დაწყებული ტანსაცმლის ბრენდებიდან პარფიუმერულ ქსელებამდე და სხვ. ანუ მთავარი გზავნილი – “ემოცია საჩუქრად” რჩება, უბრალოდ არჩევანის მხრივ მეტად მოქნილ გადაწყვეტას ვთავაზობთ მომხმარებლებს.
აფიშის მიმართულების გაძლიერება
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აქტიურად ვმუშაობთ აფიშის მიმართულების განვითარებაზეც. კერძოდ, მედია რესურსის გარდა, გვსურს ბილეთების გაყიდვის ფუნქციონალის ჩართვაც. იქამდე კი, დიდი ღონისძიებების კონცერტების ბილეთებს ვათამაშებთ ჩვენს სოციალურ ქსელებში, რაც დამატებით ასტიმულირებს აუდიტორიას და აცნობს ჩვენს პლატფორმას.
ჩვენი მიზანია, Yolo გახდეს კატეგორიის ლიდერი გამოცდილების ეკონომიკის მიმართულებით საქართველოში და იქცეს ცენტრალურ პლატფორმად, სადაც ადამიანი იპოვის ყველაფერს, რაც შთაბეჭდილებას უკავშირდება.
[R]












