in

YORK HOLDING GROUP: 2022 წლის შეჯამება

York Towers არის York Holding Group-ში შემავალი კომპანია, რომლის შთამბეჭდავი წარმატების ისტორია 2016 წლიდან იწყება. ჰოლდინგში ასევე შედის კომპანია Zaha Construction (ზაჰა), რომელიც აპროექტებს და აშენებს ყველა დეველოპერულ პროექტს.

პანდემიის დასრულების შემდგომ, YHG-სთვის 2022 წელი უამრავი პროექტით, სიახლითა და ინოვაციით იყო დატვირთული.

ერთ-ერთი განსაკუთრებული სიახლე ორგანიზაციის საერთაშორისო სტანდარტებით რეორგანიზაციაა, რომელსაც მენეჯმენტმა KROY (კროი) უწოდა. KROY იორკის შებრუნებული ვარიანტია და მოიცავს მართვისა და საოპერაციო პროცესების სრულად გარდაქმნას, მსოფლიოში აღიარებული მეთოდებისა და სტანდარტების შესაბამისად. ეს არის გლობალური სტანდარტი ისეთი მიმართულებების, როგორებიცაა კორპორატიული კულტურა, მარკეტინგი, გაყიდვები თუ მომსახურების პრინციპები.

ორგანიზაციული ტრანსფორმაციის მიზანს წარმოადგენს დინამიკური, თანამშრომლებზე ორიენტირებული და ინოვაციური ორგანიზაციული კულტურის ჩამოყალიბება, სადაც თანამშრომლები იგრძნობენ, რომ კომპანია აფასებს მათ უნიკალურობას და აქვთ შესაძლებლობა, აკეთონ ის საქმე, რაც მათ მართლაც უყვართ და აღნიშნული საქმის კეთებისას გამოიყენონ თავიანთი ძლიერი მხარეები. თანამშრომელთა განვითარება, მათ მოტივაციაზე ზრუნვა და პროდუქტიულობა, თავისთავად პირდაპირპროპორციულია ორგანიზაციის ეფექტურობისა.

კიდევ ერთი სიახლე Lisi Perspective არის, რომელიც უნიკალური ნაგებობისგან შემდგარი კომპლექსია ლისის ტბასთან ახლოს. პროექტი მოიცავს 8 პრემიუმ კლასის ვილას ქალაქის შესანიშნავი ხედებით. მისი ლოკაცია იდეალურია მათთვის, ვისაც სურს, დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ დატკბეს ბუნებით, სუფთა ჰაერით, გაატაროს საღამო ოჯახთან და მეგობრებთან ერთად. საცხოვრებელი ფართის გარდა, ყველა ვილას გააჩნია საზაფხულო ზონა, დამხმარე სივრცეები და ადგილი პარკინგისთვის.

საქართველოს ეკონომიკისთვის ყველაზე რთულ — პოსტ-კოვიდურ პერიოდში YHG-მა 27 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა ბათუმის ერთ-ერთ უმსხვილეს კომპლექსში, რომელსაც ბიანკა ბათუმი (Bianca Batumi) უწოდეს და საინვესტიციო ვარსკვლავადაც მოიხსენიებენ.

წლის ბოლოს კომპანიამ დუბაიში წარმომადგენლობითი ფილიალი გახსნა, რომელიც მნიშვნელოვნად გაამარტივებს უძრავი ქონების შეძენას, სხვადასხვა იურიდიულ პროცედურას, მინდობილობებისა და ხელშეკრულებების გაფორმებას, საბანკო ტრანზაქციებსა თუ იურისტთან უშუალო კონსულტაციას. ამასთანავე, ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებას.

2023 წელს YHG დიდი გეგმებითა და ახალი მიზნებით დაიწყებს, რომლის დაგეგმვაც ამ ეტაპზე მიმდინარეობს. ახალი წლიდან პროექტების კიდევ უფრო გამრავალფეროვნება და ახალი წარმომადგენლობითი ფილიალების გახსნა იგეგმება.

[პარტნიორის კონტენტი]

ახალი წარმომადგენლობითი ოფისი დუბაიში — იორკ თაუერსის კიდევ ერთი წარმატების დასაწყისი

Microsoft ChatGPT-ის იყენებს, რათა Bing მთავარი საძიებო სისტემა გახდეს!