in

York Holding Group წიგნ „კვარას საქართველოს“ სპონსორია

დღეს ამ სტატიაში უნდა მოგითხროთ ამბავი, რომელიც  საქართველოს, ხვიჩა კვარაცხელიას, იორკ ჰოლდინგ ჯგუფსა და გიორგი კეკელიძეს ეხება.

გიორგი კეკელიძის უახლეს წიგნი, რომლის ყურადღების ცენტრშია საქართველოს ფეხბურთის საოცრება – ხვიჩა კვარაცხელიას არაჩვეულებრივი მოგზაურობა და საქართველოს უახლესი ისტორია.

მოგეხსენებათ, York Holding Group მაღალი კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის კომპანიას წარმოადგენს, რომელიც გარდა ძირითადი საქმიანობისა – უძრავი ქონების მშენებლობა, მართვა და განვითარება, აქტიურადაა ჩართული საზოგადოებისთვის სასარგებლო აქტივობებისა და ღონისძიებების მხარდაჭერაში. ახლა კი კომპანია დიდი სიხარულით და სიამაყით უჭერს მხარს გიორგი კეკელიძის ახალ წიგნის იტალიურ პრეზენტაციას — „კვარას საქართველო“, რომლიც  ქალაქ ნეაპოლში,  მსოფლიოს ერთ-ერთ უძველეს სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა.

საფეხბურთო მოედნის ვირტუოზმა ხვიჩა კვარაცხელიამ საერთაშორისო ფეხბურთის გრანდიოზული არენები დაამშვენა. კეკელიძე თავის ოსტატურ თხრობაში ხსნის იმ მოვლენებს, რამაც კვარაცხელია გლობალურ ვარსკვლავად ჩამოაყალიბა და მთელ მსოფლიოში გულშემატკივართა გულებს იპყრობს მისი გზის დასაწყისშივე.

ავტორიც სწორედ ფეხბურთელის მრავალფეროვან გზასა და მის ქვეყანაზე გვიამბობს… „ეს წიგნი, ხვიჩას დღევანდელ მნიშვნელოვან სახელზე დაყრდნობით, საქართველოს შესახებ იტალიელებისთვის ცოტა რამის თქმის მიზეზით დაიწერა და სასიამოვნოა, რომ საქართველოშიც ეროვნულ ბესტსელერად იქცა. ყველა უცხოურ გამოცემასთან ინტერვიუსას ისინიც ინტერესდებიან და მეც ვპასუხობ, რომ ფრაგმენტულად ჩვენს ქვეყანაზეა ეს ტექსტი, მის კუთხეებზე, ადამიანებზე, კულტურაზე, ფეხბურთზე, ოკუპაციაზე და აუცილებელ ადგილზე ევროპაში. ვფიქრობ, ამ აზრით გარკვეულ როლს მაინც ითამაშებს“, — აღნიშნავს გიორგი კეკელიძე.

„კვარას საქართველო“ გვიამბობს წარმატებისთვის გავლილ გრძელ გზაზე, რომელიც სირთულეებთან ერთად, თავგადასავლებით და საქმის სიყვარულითაა სავსე. აქ მოვისმენთ ისტორიას ქართველ ხალხზე — ხალხზე პატარა ქვეყნიდან, რომელსაც მთელი თავისი ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში უწევდა ბრძოლა წინსვლისთვის და არსებობისთვის. ამის ფონზე კი, მაინც ახერხებდა განვითარებას.

„მიზნის ერთგულება, საქმის სიყვარული, შრომისმოყვარეობა, ინდივიდუალიზმი… ეს ფასეულობები ჩვენი კომპანიის მამოძრავებელი ძალაა და გვიხარია, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, ვყოფილიყავით სპონსორები ამ მნიშვნელოვანი პროექტის, რომელიც დაუღალავ შრომაზე თუ მიზნის ერთგულების ძალაზე გვიამბობს, რადგან სწორედ ეს არის ჩვენი ორგანიზაციის უმთავრესი ღირებულებები და წარმატების ფორმულა შესაბამისად იორკ ჰოლდინგ ჯგუფი დგას კეკელიძის, კვარაცხელიასა და საქართველოს სულის გვერდით. როდესაც ჩვენ აღვნიშნავთ ფეხბურთის ბრწყინვალებას და კულტურულ სიმდიდრეს, ჩვენი ვალდებულება სცილდება განვითარებას – ჩვენ ვცდილობთ წარმოვაჩინოთ საქართველო საუკეთესოდ მსოფლიოსათვის, რომელიც აერთიანებს სპორტს, კულტურას და საზოგადოებას ბრწყინვალების ჰარმონიულ ნაზავში, ეს დღე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ჩვენთვის და თითოეული პროექტის მონაწილისთვის, რადგან ღონისძიება შედგა სწორედ იმ დღესა და მომენტში, როდესაც ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, სწორედ ევროპის გულში, რომლის ნამდვილი ამაყი ნაწილი არის საქართველო. – აცხადებენ იორკ ჰოლდინგ ჯგუფში

.[R]

სტეპში Night Talk-ის დროა!

Beauty Success Georgia – CashBack-ის ახალი მეგობარი!