in

სწრაფი განვითარება მულტიეთნიკურ გარემოში და კიდევ ერთ კონტინენტზე მონიშნული York Holding Group

ინტერვიუ ნინო პერტაიასთან

York Holding-ის წარმატების ისტორია ჯერ კიდევ 2016 წელს დაიწყო, როცა კომპანიის ინვესტორები დეველოპერული და საბროკერო ბრენდის „იორკ თაუერსის“ (York Towers) სახელით შემოვიდნენ საქართველოს ბაზარზე. მას შემდეგ წლების პროპორციულად იმატებს პროექტების და კმაყოფილი მომხმარებლების რაოდენობა. კომპანიამ საქმე თბილისში დაიწყო, თუმცა უკვე რვა ქვეყანაში ოპერირებს.

როგორ ახერხებს მულტიკულტურ და მულტიეთნიკურ გარემოსთან ადაპტაციას კომპანია, ამის შესახებ ნინო პერტაია, YHG-ს ბიზნესის განვითარების დირექტორი, მოგვიყვება.

რას ნიშნავს, იყო YHG-ს წევრი და როგორ ხდება ახალი ბაზრის შერჩევა სამომავლო პროექტებისთვის?

ვფიქრობ, პრივილეგია და საკმაოდ მაღალი პასუხისმგებლობაა, იყო ერთ-ერთი ყველაზე მზარდი საერთაშორისო კომპანიის წევრი საქართველოში. იორკ ჰოლდინგ ჯგუფს სიახლეებისკენ სწრაფვა ახასიათებს და წლიდან წლამდე ახალი პროექტების მასშტაბებით გუნდი შთამბეჭდავ შედეგებს აღწევს. ეს ექსპანსია მოიცავს არა მხოლოდ ლოკალურ, არამედ საერთაშორისო დეველოპერულ ბაზარსაც.

ახალი დეველოპერული ბაზრის შესაძლებლობების აღმოჩენა და გამოყენება, რა თქმა უნდა, კომპლექსური პროცესია, თუმცა ყოველ ახალ კონტინენტზე იორკ ჰოლდინგის მონიშვნის სიამოვნება ამად ნამდვილად ღირს.

York Holding Group-ში ბიზნესის განვითარების პროცესი იწყება სტრატეგიული ხედვის ჩამოყალიბებით და გაფართოების პერსპექტივების გადახედვით. ამის შემდეგ ჩვენ განვსაზღვრავთ ძირითად მიმართულებებს, ვსახავთ სტრატეგიულ მიზნებს. სტრატეგიული მიზნებიდან ვაფასებთ, რომელ ბაზრებს აქვს ყველაზე დიდი განვითარების პოტენციალი, საიდან მოდის მაღალი მოთხოვნა — შესაბამისად, ვაკეთებთ Feasibility Study-ს. ვქმნით კონცეფციას და ვიკვლევთ Customer Journey-ს. შემდგომ უკვე იწყება წარმომადგენლობითი ოფისის დაფუძნება და სხვადასხვა ორგანიზაციული საკითხის მენეჯმენტი.

რა არის სამი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი გარიგების შეფასებისას?

განვითარების ყველა ეტაპზე ჩვენთვის მნიშვნელოვანია მომხმარებელთა კმაყოფილება, შესაბამისად ვითვალისწინებთ კონკრეტული ბაზრის მოთხოვნებს, სპეციფიკურობას, სტანდარტებსა და მომხმარებელთა მოლოდინებს. მხოლოდ ზემოთ აღნიშნული კვლევების შემდეგ და მათზე დაყრდნობით ვიწყებთ ახალი პროექტის კონცეფციაზე მუშაობას.

ამასთან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პარტნიორების შერჩევის პროცესი, რადგან გვჯერა, რომ ყოველი ახალი პროექტის წარმატება სანდო პარტნიორებთან ერთად მუშაობის შედეგია. დეველოპერულ ბაზარზე მრავალწლიანი ოპერირების გამოცდილება საშუალებას გვაძლევს საშუალებას სწორად შევაფასოთ შესაძლებლობები.

ახალი მიმართულებისა თუ პროექტის შეფასებისას, ყურადღება ექცევა მრავალ კრიტერიუმს, რომლიდანაც გამოვყოფდი რამდენიმე უმნიშვნელოვანეს ფაქტორს: საიმედოობა, ხარისხი, მომგებიანობა, მდგრადი განვითარება, მოთხოვნა და ის, თუ რამდენად მზადაა ბაზარი მსგავსი პროექტისთვის.

როგორ დაიწყო კომპანიის ისტორია და რა ეტაპზე იმყოფება ბრენდი ამჟამად?

კომპანიის ისტორია 2016 წელს დაიწყო, 20-კაციანი გუნდით, დღეს კი უკვე 450 თანამშრომელი გვყავს და11 წარმომადგენლობითი ოფისი გვაქვს. დაარსების დღიდან, კომპანიამ წარმატებით დაასრულა 20-მდე დეველოპერული პროექტი. დღეს ის ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ჯგუფია საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე. YHG ამჟამად სამ კონტინენტზე ოპერირებს და სწრაფ განვითარებას აგრძელებს.

გვაქვს საკმაოდ ამბიციური ზრდისა და განვითარების გეგმები, არა მხოლოდ ახალი პროექტების, არამედ გეოგრაფიული არეალის დაფარვის მიმართულებით. წელს უკვე დავაფუძნეთ 3 ახალი წარმომადგენლობითი ოფისი საქართველოს ფარგლებს გარეთ. შემდეგი წლიდან კიდევ ბევრ სიახლესა და საინტერესო პროექტს შევთავაზებთ ჩვენს მომხმარებლებს. ხოლო უახლოეს მომავალში გავაკეთებთ ძალიან ამბიციურ განაცხადს, რომელიც სრული ინოვაცია იქნება საქართველოში.

როგორია გაფართოების გეგმები? ხანდახან უპირატესობად ითვლება სწრაფი გაფართოება, ზოგ შემთხვევაში კი ეს შეცდომაა. როგორია თქვენი ხედვა ზრდის სიჩქარეზე?

ყველა კომპანიის მიზანია, გაიზარდოს და განვითარდეს, თუმცა განვითარების ტემპს ძალიან დიდი გავლენა აქვს იმ გამოწვევებზე, რომლებსაც კომპანია აწყდება, როგორც სტრატეგიულ, ისე საოპერაციო დონეზე. სწრაფი განვითარება კომპანიისთვის საკმაოდ რთული პროცესია. ჩვენს გვაქვს არაერთი მაგალითი კომპანიებისა, რომელთა განვითარების ტემპიც უსწრებდა მათ შესაძლებლობებს და სამწუხაროდ, ამან ნეგატიური გავლენა იქონია, ზოგ შემთხვევაში კი მათი ბაზრიდან გაქრობა გამოიწვია. ჩემი გამოცდილებით, ძალიან ბევრ კომპანიას გაუჭირდა სწრაფი ზრდის ტემპის შენარჩუნება, განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, როცა პანდემიამ შეცვალა არა მხოლოდ ბიზნეს გარემო, არამედ ეკონომიკური მაჩვენებლები და მომხმარებლის ქცევა და პრეფერენციები.

ცალსახად ვერ ვიტყვით, განვითარების რა სიჩქარეა საუკეთესო, თუმცა რაც დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, არის ის, რომ არ არსებობს უნივერსალური წარმატების ფორმულა და ყველა ინდუსტრიას სპეციფიკური მიდგომა სჭირდება. შესაბამისად, ერთადერთი სწორი გზა წინასწარი ანალიზია. სტრატეგიულ დაგეგმვას, Feasibility Study-ს შემუშავებას და საოპერაციო პროცესების გაუმჯობესებას, ოპტიმიზაციას და მათი მომგებიანობის უზრუნველყოფას აქვს უდიდესი მნიშვნელობა, სწრაფი ზრდის ტემპი შეიძლება იქცეს კომპანიისთვის როგორც უპირატესობად, ისე ნეგატიურ პერსპექტივადაც. სწორედ აღნიშნული ფაქტორების სწორმა მენეჯმენტმა მისცა შესაძლებლობა YHG-ს პანდემიის პირობებშიც კი მიეღწია ერთ-ერთი ყველაზე დიდი ზრდის ტემპისთვის, რასაც დღესაც ვინარჩუნებთ, ვაუმჯობესებთ და წინ კიდევ უფრო მეტად ამბიციური გეგმები გვაქვს.

როგორ გადალახავს YHG მულტიკულტურული და მულტიკონტინენტური გარემოს მიერ შექმნილ ბარიერებს?

რადგანაც არაერთ კონტინეტზე ვოპერირებთ, ვთვლით, რომ ვემსახურებით გლობალურ მოქალაქეებს. შესაბამისად, ვცდილობთ, ჩვენც Global Citizen-ები ვიყოთ. ვითვალისწინებთ ეთნოცენტრიზმის ფაქტორს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია მულტიკულტურულ გარემოში ოპერირებადი კომპანიებისთვის. ამის გათვალისწინებით ვიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მისაღებია YHG-ის თანამშრომლებისა თუ მომხმარებლების ეთნიკური ჯგუფებისთვის. ვინაიდან ეთნოცენტრიზმი კულტურის ფაქტორებით გამოწვეული გადასხვაფერებული აღქმაა ამა თუ იმ მოვლენისა, ვმუშაობთ საკმაოდ რთულ მექანიზმებზე, რათა ნებისმიერი პროდუქტი თუ ნაბიჯი გავხადოთ ყველასთვის მისაღები.

[R]

მორიგი ღვთაებრივი კომედია

ბარათი ProGreen და პრიზების მოგების კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა პროკრედიტ ბანკისგან