in

„მოიპოვე ფინანსური დამოუკიდებლობა” – იორკ ჰოლდინგ გრუპის მორიგი უნიკალური შეთავაზება

მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე სამყაროში ინვესტირების უამრავი ალტერნატიული შესაძლებლობა არსებობს, უძრავი ქონება კვლავ ყველაზე პოპულარული და ურყევი სფეროა.

რამ განაპირობა უძრავი ქონების ყველაზე პოპულარულ საინვესტიციო სფეროდ შენარჩუნება საქართველოში?

ეს სფერო ყველაზე ნაკლებ რისკს მოიცავს, რადგან პროპორციულად რეაგირებს ქვეყანაში ფასების საერთო დონის ზრდაზე.

რაც შეეხება საქართველოს, ჩვენს ქვეყანაში უძრავ ქონებაში ინვესტირება, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ინვესტირებისთვისაც ფულის დაბანდების ყველაზე პოპულარული გზაა. განსაკუთრებულად მაღალი მოთხოვნაა თბილისში და თბილისთან ახლოს არსებულ უძრავ ქონებაზე. დედაქალაქი ტურისტებს მდიდარი ისტორიით, ლამაზი არქიტექტურით, სტუმართმოყვარეობითა და გემრიელი კერძებით, ხოლო ინვესტორებს – უძრავ ქონებაზე სწრაფად მზარდი ფასებით იზიდავს.

ინვესტიციის მთავარი პრინციპია – ჩადო ინვესტიცია დღეს, რათა ხვალ მიიღო სარგებელი, უძრავ ქონებაში ინვესტირება კი ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვების ყველაზე სწორხაზოვანი გზაა.

იორკ ჰოლდინგ გრუპი, როგორც ყოველთვის, საკუთარ მომხმარებლებს ანებივრებს განსაკუთრებული შეთავაზებებით. მხოლოდ მაისში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ტაბახმელისა და ლისის პროექტებზე, 36-თვიან 0%-იან შიდა განვადებას სთავაზობს, სულ რაღაც 20%-იანი წინასწარი შენატანით.

York Town თანამედროვე ტიპის დასახლებაა თბილისთან ახლოს, ტაბახმელაში, რომელიც შედგება ვილების, თაუნჰაუსებისა და პრემიუმ კლასის აპარტამენტებისგან და ეკოლოგიურად სუფთა მდებარეობით არის გამორჩეული.

კომპლექსის ტერიტორიაზე განთავსებულია სპა ცენტრი, ფიტნეს კლუბი, მედიტაციისა და სავაჭრო ზონა, სპორტული და სათამაშო მოედნები და მსოფლიო ბრენდის სასტუმრო კომპლექსი.

Lisi Perspective თბილისის ცენტრიდან რამდენიმე წუთის სავალზე არსებული საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც აერთიანებს  8 პრემიუმ კლასის ვილას, უნიკალური არქიტექტურული დიზაინითა და ულამაზესი პანორამული ხედებით, რაც განსაკუთრებულად მიმზიდველია მათთვის, ვისაც სურს ეკოლოგიურად ჯანსაღ გარემოში ცხოვრება.

Lisi View ლისის ტბასთან მდებარე ეკო დასახლებაა, რომელიც ვილებისა და დაბალსართულიანი კორპუსებისგან შედგება. გარდა ეკოლოგიურად ჯანსაღი ადგილმდებარეობისა, კომპლექსი ცენტრიდან რამდენიმე წუთის სავალზე მდებარეობს.  ტერიტორიაზე ყველაფერია სრულფასოვანი ცხოვრებისთვის, მათ შორის სპორტული მოედნები, სკვერები, მაღაზიები და აფთიაქები.

რა უპირატესობები აქვს ეკოლოგიურად ჯანსაღ გარემოში განთავსებული უძრავ ქონებაში კაპიტალის დაბანდებას?

პასიური შემოსავალი:

რაც დრო გადის, მით უფრო მეტი ადამიანი ცდილობს შექმნას პასიური შემოსავლის წყარო, უძრავი ქონება კი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. სახლის გაქირავებით ფინანსური შემოსავალი, ფინანსური თავისუფლების მოპოვების ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და სტაბილური გზაა.

ინფლაციისგან დაზღვევა:

უძრავ ქონებაში ინვესტირების დროს მოულოდნელი ან ხანგრძლივის ინფლაციისგან მარტივად ხართ დაცული, რადგან თუ ქვეყანაში ფასები იზრდება, იზრდება უძრავი ქონებისა და მისი გაქირავებიდან შემომავალი ფასიც.

უძრავი ქონების შეფასება:

ყველა ბაზარს ახასიათებს ეკონომიკური ვარდნები, თუმცა გრძელვადიანი პერსპექტივაში უძრავ ქონებას ყველაზე ნაკლები საფრთხე ემუქრება ამ კუთხით. ამ ტიპის ინვესტირების ერთ-ერთი ბენეფიტი მისი ღირებულება და დროთა განმავლობაში ამ ღირებულების ზრდაა. ნებისმიერი სექტორის ბაზარს ეკონომიკური ვარდნები ახასიათებს.

სიმარტივე:

უძრავი ქონების მართვა საკმაოდ მარტივია, რომლის შესრულებაც დამოუკიდებლად შეგიძლიათ ან სამენეჯმენტო კომპანიების დაქირავებით. ისინი თავად უზრუნველყოფენ ყველა სერვისს აპარტამენტის გაქირავებიდან დაწყებული, დასუფთავებით დასრულებული.

თუ გსურთ მოიპოვოთ ფინანსური დამოუკიდებლობა და დაიწყოთ ინვესტირება, შეავსეთ მარტივი ქვიზი და გადადგით პირველი ნაბიჯი.

[R]

„AI ადამიანურ, არასრულყოფილ ისტორიებს ვერ შექმნის“ — Havas New York

როგორ აპირებენ ჰაბლის ტელესკოპის სიცოცხლის გახანგრძლივებას?