in

York Towers-ის ორმაგი პერსპექტივა ლისზე

უძრავი ქონების ბაზარი პანდემიის შემდგომ ახალ ეტაპს იწყებს. ზრდის ტემპი, რომელიც ლოკდაუნებამდე არსებობდა ნელ-ნელა ბრუნდება. ამასთან, ტრენდი, რომელიც ორი ათწლეულია არსებობს უფრო და უფრო აქტუალური ხდება. დედაქალაქის ცენტრი ისევ ავანგარდშია, თუმცა ნათელი გახდა, რომ თბილისის გარეუბნების განვითარება, არა მხოლოდ ქალაქის ლოგიკური მომავალია, არამედ გამოსავალიც ადამიანისთვის, რომ იცხოვროს მშვიდ და ეკოლოგიურ გარემოში, მაგრამ ახლოს იყოს სამსახურთან, ცენტრთან.

ე.წ. მწვანე კონცეპტის პროექტები ამოსავალი წერტილია საერთაშორისო დეველოპერული კომპანია York Towers-ისთვის. ფაქტობრივად, ყველა პროექტი სწორედ ამ სულისკვეთებითაა შექმნილი – კომპლექსი York Town ტაბახმელაში, Lisi View-ს ვილები და პრემიუმ აპარტამენტები, ახალი საკურორტო ზონა ბაზალეთში და ა.შ.

York Towers-ის კიდევ ერთი სიახლეა ვილების კიდევ ერთი კომპლექსი ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე. პროექტს Lisi Perspective ეწოდა ორი მიზეზით. “კომპლექსიდან იშლება უნიკალური ხედი თბილისზე და ეს პერსპექტივა დღისით, თუ ღამით, თვალისმომჭრელია. ამასთან, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ინვესტიცია, რადგან მოთხოვნა, არა მხოლოდ ყიდვის, არამედ ქირაზეც იზრდება. მზარდია ასევე საქართველოში ინვესტირების მსურველთა რიცხვიც უცხოეთიდან” – ამბობს იორკ თაუერსის აღმასრულებელი დირექტორი, ხალედ ოსამა.

Lisi Perspective უნიკალური ნაგებობისგან შემდგარი კომპლექსია ლისის ტბასთან ახლოს. პროექტი მოიცავს 8 პრემიუმ კლასის ვილას ქალაქის შესანიშნავი ხედებით. მისი ლოკაცია იდეალურია მათთვის, ვისაც სურს დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ დატკბნენ ბუნებით, სუფთა ჰაერით, გაატარონ საღამო ოჯახთან და მეგობრებთან ერთად. Საცხოვრებელი ფართის გარდა, ყოველ ვილას გააჩნია საზაფხულო ზონა, დამხმარე სივრცეები და ადგილი პარკინგისთვის.

“მუდმივად ვეცნობით მომხმარებლის სურვილებს და აშკარაა, რომ დღეს აქტუალურია ცენტრთან ახლოს, მაგრამ მწვანე, წყნარ გარემოში ცხოვრება. York Towers არის York Holding Group-ის შვილობილი კომპანია. ჰოლდინგი საქმიანობის ერთ-ერთი ინსპირაცია კი ადამიანის სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებაა. ლისი პერსპექტივა სწორედ ამ მოთხოვნების გამოძახილია” – ამბობს York Holding Group-ის მარკეტინგის აღმასრულებელი დირექტორი, ოთარ ქირია. მისი ინფორმაციით, Lisi Perspective გაყიდვები სექტემბერში დაიწყება.

York Holding Group საერთაშორისო კომპანიაა, სათავო ოფისით თბილისში. ის ოპერირებს ასევე ეგვიპტეში, ყატარში, საუდის არაბეთში, გაერთიანებულ საემიროებში, ქუვეითში. აქტიურად მუშაობს ისრაელის და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზეც. ჰოლდინგის შემადგენლობაში ორი ბრენდი შედის: დეველოპერული კომპანია York Towers და სამშენებლო კომპანია Zaha Construction.

[პარტნიორის კონტენტი]

ჯეიმს ვების ტელესკოპმა კოსმოსის უჩვეულო ფენომენი დააფიქსირა!

როგორ დავწეროთ ბრენდის ისტორია ნულიდან