in

York Town – უნიკალური საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის პროგრესი

დეველოპერული კომპანია York Towers მწვანე კონცეფციის პროექტების კიდევ უფრო განვითარებას გეგმავს. შვიდი წლის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებით, ეკომეგობრულ ინიციატივებზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება. იხვეწება ტექნოლოგიებიც. York Towers-ის ერთ-ერთი გამორჩეული მწვანე პროექტია York Town – პრემიუმ საცხოვრებელი კომპლექსი ტაბახმელაში. კომპანიაში იუწყებიან, რომ პროექტი მეორე ფაზაში გადავიდა.

თბილისის ცენტრიდან სულ რაღაც 20 წუთის სავალზე, ზღვის დონიდან 1200 მეტრის სიმაღლეზე, York Town გთავაზობთ მშვიდ საცხოვრებელ გარემოს, რომელიც მიმზიდველია, როგორც საცხოვრებლად, ასევე საინვესტიციოდ, არამხოლოდ ქართველი, არამედ უცხოელი ინვესტორებისთვისაც.

York Town შექმნილია მოსახლეობისთვის მშვიდი და ეკოლოგიურად ჯანსაღი ატმოსფეროს უზრუნველსაყოფად. აქ ყველაფერია კომფორტული საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად: საბავშვო და სპორტული ზონები, სავაჭრო ობიექტები და პარკები.

მართლაც უნიკალურია ვილებისა და აპარტამენტების არქიტექტურული დიზაინი, რაც ქმნის კომფორტისა და ჰარმონიის განცდას. თითოეულ ვილას თუ აპარტამენტს არაჩვეულებრივი პანორამული ხედი აქვს.

სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს York Holding Group-ში შემავალი სამშენებლო კომპანია Zaha Construction, რომელიც უზრუნველყოფს ხარისხისა და ოსტატობის უმაღლეს სტანდარტებს.

იორკ თაუნში მშენებლობის პირველი ეტაპი, რომელიც მოიცავს 32 შენობას, დასასრულს მიუახლოვდა. გარდა ამისა, დამონტაჟდა გარე განათება, რაც კომპლექსს გასაოცარ სილამაზეს მატებს.

მეორე ფაზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. მასში შემავალი 20 შენობის რკინა-ბეტონის სამუშაოები 80%-ით არის დასრულებული, ბლოკის სამუშაოები კი 20%-ით. იწყება სახურავებისა და ვიტრაჟების მოპირკეთება.

საცხოვრებელი ვილებისა და თაუნჰაუსების გარდა, ზაჰა ქონსთრაქშენის გუნდი აქტიურად მუშაობს სასტუმროსა და კომერციული შენობების პროექტირებასა და დიზაინზე.

პროექტში მოწყობილია გამწმენდი ნაგებობა, წყლის რეზერვუარი და საკანალიზაციო ქსელი, რომელიც უზრუნველყოფს ცხოვრების მაღალ სტანდარტს.

თვალყური ადევნეთ ამ უნიკალური საცხოვრებელი კომპლექსის ტრანსფორმაციას, განახორციელეთ ინვესტიცია იორკ თაუნში და დაიმკვიდრეთ ადგილი ეკოლოგიურად ჯანსაღ გარემოში.

[R]

როგორ აისახება ფიზიკური ვარჯიში ჩვენს პროფესიულ ცხოვრებაზე?

ბრენდის იდენტობა თუ პროდუქტის ხარისხი — რომელია სტარტაპებისთვის მნიშვნელოვანი?