in

ახალი წარმომადგენლობითი ოფისი დუბაიში — იორკ თაუერსის კიდევ ერთი წარმატების დასაწყისი

Მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეგიძლიათ განახორციელოთ სასურველი ტრანზაქციები, შეიძინოთ და გაყიდოთ სხვადასხვა უძრავი თუ მოძრავი ქონება, ადამიანური ურთიერთობები კვლავ უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე დიდ ინვესტიციებსა და უძრავ ქონებას ეხება. არსებობენ მომხმარებლები, რომლებსაც არანაირ დისკომფორტს უქმნით დისტანციური ურთიერთობები, პირიქით, მოსახერხებელი და კომფორტულიც კი არის მათთვის. თუმცა ზოგიერთი მათგანისთვის პირისპირ ურთიერთობა კვლავ გადამწყვეტ როლს თამაშობს.

York Holding Group ინოვაციური და დინამიკური კომპანიაა, რომლის წარმატების შთამბეჭდავი ისტორია 2016 წლიდან იწყება. მათთვის მომხმარებლზე ზრუნვა და კმაყოფილება უპირველესი პრიორიტეტია. კომპანიაში ქმნიან გარემოს, სადაც მომხმარებლებს გაუმარტივდებათ არჩევანის გაკეთება და ინვესტირების დაწყება, რაშიც ცალსახად დიდი წვლილი მიუძღვის წარმომადგენლობითი ოფისების გახსნას სხვადასხვა ქვეყანაში.

YHG-მა Სულ ახლახანს გახსნა დუბაის ფილიალი, რომელიც უფრო მეტი ინვესტიციის მოზიდვისა და ინოვაციური პროექტის განხორციელების საშუალებას იძლევა. ამ ეტაპზე, ჰოლდინგი სამ კონტინეტზე, რვა ქვეყანაში ოპერირებს და, თბილისისა და ბათუმის გარდა, ცხრა წარმომადგენლობით ოფისს მართავს.

უცხოელი ინვესტორებისთვის ახალი წარმომადგენლობითი ოფისები განსაკუთრებულად გაამარტივებს უძრავი ქონების შეძენას, სხვადასხვა იურიდიულ პროცედურას, მინდობილობებისა და ხელშეკრულებების გაფორმებას, საბანკო ტრანზაქციებს თუ იურისტთან უშუალო კონსულტაციას.

ეს ლოკაცია ბაზარზე არსებული გამოწვევებისა და მოთხოვნიდან გამომდინარე შეირჩა. უნდა აღვნიშნოთ, რომ Საგრძნობლად გაიზარდა ინტერესი საქართველოში უძრავი ქონებისა და ინვესტიციების მიმართ, რაც მნიშვნელოვნად აძლიერებს საქართველოს ეკონომიკას. ამასთანავე, ამ საკითხს გადამწყვეტი გავლენა აქვს ამჟამინდელ პოსტპანდემიურ ბიზნეს გარემოზე. ეს არის საუკეთესო საშუალება მიზნად დავისახოთ უფრო დიდ მასშტაბიანი პროექტები და დავასაქმოთ მეტი ადამიანი — აცხადებენ კომპანიის წარმომადგენლები.

2021 წლის მონაცემებით, უძრავ ქონებაში უცხოური ინვესტიციები შეადგენდა მთლიანი FDI-ს 9%-ს. Ხოლო 2022 წელს, პირველი 2 კვარტლის განმავლობაში, უძრავი ქონების სექტორში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 38%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

6 წლის განმავლობაში YHG-მ უკვე განახორციელა 20 პროექტი, ჰყავს 1000-ზე მეტი კმაყოფილი მომხმარებელი, 450-მდე დასაქმებული და განახორციელა 200 მილიონი დოლარის ინვესტიცია. ეს პროცესები დადებითად აისახება საქართველოს ეკონომიკასა და უძრავი ქონების ბაზრის განვითარებაზე.

[პარტნიორის კონტენტი]

რა ვუთხრათ მათ, ვისაც სანტას არსებობის არ სჯერა?

YORK HOLDING GROUP: 2022 წლის შეჯამება