in

„იორკ თაუერსის“ რებრენდინგი – კომპანიის ახალი სიცოცხლის დასაწყისი

5-წლიანი საქმიანობის შემდეგ, „იორკ თაუერსი“ განვითარების ახალ საფეხურზე გადადის, რაც რებრენდინგითაც გამოხატა. სრულად განახლდა კომპანიის ლოგო, შეიცვალა ბრენდის სტილი. ახალი ლოგოს ისტორია საკმაოდ საინტერესოა და ზუსტად ასახავს კომპანიის ხედვასა და ღირებულებებს.

სახლი ყველა ადამიანისთვის განსაკუთრებული სივრცეა, სადაც ვატარებთ თავისუფალ დროს, საჭიროების შემთხვევაში, ვმუშაობთ კიდეც, სადაც ბედნიერ მომენტებს ვუზიარებთ მეგობრებს, საყვარელ ადამიანებს. ეს ყველაფერი თითოეული ადამიანის შემთხვევაში, სხვადასხვა დოზით ასახავს სახლის მნიშვნელობას, რადგან ყველა მათგანი თავისი ბუნებით, ინტერესებით, ცხოვრების სტილითა და მისწრაფებებით უნიკალურია. მიუხედავად ამისა, ხშირად ჩვენი ინტერესები ერთმანეთს უახლოვდება და საზიარო სივრცესაც პოულობს. სწორედ ამ კონცეფციაზე უნდა ყოფილიყო დამყარებული კომპანიის ახალი ლოგოც“, – ამბობს „იორკ თაუერსის“ ბრენდ მენეჯერი-მიხეილ კოპლატაძე.

მისივე თქმით, აღნიშნული კონცეფციის ვიზუალურად დამუშავების პროცესი კიდევ უფრო საინტერესოდ გამოიყურება.

თავდაპირველად, დავიწყეთ ფიქრი იმაზე, თუ რა არის ის, რაც ყველა ადამიანს აერთიანებს, მაგრამ ამავდროულად, მის უნიკალურ მახასიათებელს წარმოადგენს. ბოლოს, მივედით დასკვნამდე, რომ ეს არის თითის ანაბეჭდი, რაც გამოხატავს „იორკ თაუერსი“ უნიკალურობას.

მრავალი თითის ანაბეჭდის ანალიზის შედეგად, აღმოვაჩინეთ, რომ ნებისმიერი ხაზი, ფორმა და ზომა ექვემდებარება სისტემატიზაციას. ეს ფორმები ტრიალებს მარყუჟის, მორევის, რეგულარული წერტილისა და დელტას ფორმის გარშემო.

ჩვენ გამოვიყენეთ მეცნიერული განტოლებები, რომლებიც ხელს უწყობენ თითის ანაბეჭდის უნიკალურობის ანალიზს.

განტოლებებისგან წარმოქმნილი ფორმების შესწავლის შემდეგ, ავირჩიეთ დელტას ფორმა, სადაც n უდრის 1 და მივიღეთ ფორმა, რომელიც ყველაზე უკეთ ასახავს კომპანიის ღირებულებებს.

„იორკ თაუერსის“ მთავარი მისიაა, შექმნას თითოეულ მომხმარებელზე მორგებული უნიკალური გარემო, თანამედროვე ცხოვრების სტილსა და მოთხოვნებზე მორგებული სახლები – როგორც მშვიდი, ჯანსაღი და ჰარმონიული ცხოვრების სიმბოლო“.

 

[პარტნიორის კონტენტი]

როგორ ვიზრუნოთ შვილებზე ოფისებში დაბრუნების შემდეგ?

Mymarket-მა და Funduki-მ ექსკლუზიური კოლექცია შექმნეს