in

ადამიანები იმაზე მეტად შემოქმედებითები ვართ, ვიდრე ვფიქრობთ

ადამიანები ხშირად საკუთარ შესაძლებლობებს გადაჭარბებულად აფასებენ. მეცნიერებმა ამ ფენომენს სახელიც კი უწოდეს: “ვობეგონის ტბის ეფექტი”, რომელიც გამოგონილ ქალაქში მდებარეობს და სადაც ბავშვების შესაძლებლობები ზედმეტად გაზრდილია. რასაკვირველია, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, როცა საკუთარ შესაძლებლობებზე ვსაუბრობთ. თუმცა, ამ ბოლო დროს, მეცნიერებმა ერთი ანომალიაც შეამჩნიეს ამ ყველაფერში – როცა საქმე შემოქმედებითობას ეხება, ადამიანთა უმრავლესობა ფარხმალს ყრის, რადგანაც მათ არ ჰგონიათ, რომ კრეატიულები არიან.

pasha-statiebi
pasha-statiebi

შესაძლოა, თქვენ უფრო მეტად უცნაური და, ამავდროულად, შემოქმედებითი ხართ, ვიდრე ფიქრობთ.

სამი კვლევის ჩატარებისას, მკვლევართა საერთაშორისო გუნდმა მოხალისეებს სთხოვა, რომ მოეფიქრებინათ იდეები და შემდეგ ისინი შეეფასებინათ. ”ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ადამიანები თავიანთ ორიგინალობას თითქმის ყოველთვის არასაკმარისად აფასებენ,” – განაცხადეს კვლევის ავტორებმა.

რატომ ვაფასებთ საკუთარ შემოქმედებით უნარებს ასე ცუდად? პრობლემა იმაშია, რომ ჩვენ გვგონია, სხვა ადამიანები იმდენად გვგვანან ჩვენ, რომ ისინიც მოიფიქრებენ მსგავს იდეებს, თუმცა, ეს ასე სულაც არ არის. როგორც მეცნიერება აჩვენებს, ჩვენ, თითოეული ინდივიდი კონკრეტული უცნაურობებით ვხასიათდებით, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, ვიყოთ უნიკალურები და გვქონდეს ღირებული ხედვები.

ისწავლეთ თქვენი შემოქმედებითი უნარების დაფასება

კარგი ამბავი ისაა, რომ დიდი შანსია, იმაზე ორიგინალური იყოთ, ვიდრე ფიქრობთ. ცუდი ამბავი კი ისაა, რომ ალბათ წლების განმავლობაში უამრავი ორიგინალური იდეა ჩამარხეთ საკუთარ თავში.. როგორ შეაჩეროთ ეს პროცესი? ამაზე ერთ-ერთი პასუხი ისაა, რომ ლიდერებს შეუძლიათ, დაეხმარონ საკუთარ გუნდის წევრებს შემოქმედებითობის კუთხით თვითშეფასების ამაღლებაში, თუკი უფრო მეტ მოტივაციას მისცემენ და დააფასებენ მათ.

როგორც მენეჯერმა, პრიორიტეტად გახადეთ ის, რომ ხშირად შეხვდეთ საკუთარი გუნდის წევრებს საიმისოდ, რომ იდეები გაგიზიარონ – სწორედ ის იდეები, რომლებმაც შესაძლოა, ვერასდროს ნახონ დღის შუქი, რადგანაც მათი ავტორები ფიქრობენ, რომ ისინი საკმარისად ინოვაციურები არ არიან.

თუკი თავად გსურთ თქვენივე კრეატიულობის გაძლიერება, თქვენი უნიკალურობის დაფასება დაგეხმარებათ ამაში. კვლევები აჩვენებს, რომ რაც უფრო უცნაურები არიან ადამიანები, მით მეტად აქვთ შემოქმედებითი უნარები განვითარებულები. ნუ გეგონებათ, რომ თქვენი უცნაური თვისებები ცუდია და ნუ შეეცდებით მათ დამალვას, პირიქით, თქვენთვისვე სასიკეთოდ გამოიყენეთ ისინი.

ეცადეთ, საკუთარი თავი სხვებისგან გამოყოთ და ის იმ ინდივიდად აღიქვათ, რომელსაც არავინ ჰგავს. ეს დაგეხმარებათ იმაში, რომ მიხვდეთ, არც თქვენი იდეები ჰგვანან სხვების იდეებს. არ არსებობს ორი ერთნაირი გონება და აზროვნება. ჩვენი ინტელექტუალური რესურსები მუდმივად გვეხმარებიან, ვიყოთ ორიგინალურები, ამიტომაც ნუ დათრგუნავთ ამ ორიგინალურობას და მისგან მოტანილ იდეებს.

წყარო: Inc



აქ გელოდება ზაფხული! – GoBatumi-ის ვიდეორგოლი

ქართული AI მოდელი, რომელიც, შესაძლოა, Zoom-ში ფონური ხმაურის დასახშობად გამოიყენონ