3
May
2019

რატომაა სახლი ყველაზე საშიში ადგილი? – Avon-ის კამპანია

3 May 2019



გაეროს ცნობით, სახლი ქალისთვის ყველაზე საშიში ადგილია. ძალადობის შემთხვევის დროს, ქალები, როგორც წესი, სახლში მარტონი არიან. კომპანია Avon ამ საკითხს კამპანიით “შენ არ ხარ მარტო” (You are not alone) გამოეხმაურა. კრეატიულ სააგენტო JWT-სთან თანამშრომლობით, კამპანიაში ის ნივთები აალაპარაკეს, რომლებიც ძალადობას უშუალოდ შეესწრნენ. ამ ნივთების მიერ “მოყოლილი” ამბები ბრაზილიის ცნობილ ჟურნალებში გამოაქვეყნეს. ასევე, შეიქმნა გამოფენა, სადაც ეს ნივთები თავიანთი ისტორიებით წარმოადგინეს. მნახველებს ისტორიების აუდიო ვერსიის მოსმენაც შეეძლოთ. ფართო საზოგადოებისთვის ხმის მისაწვდენად, თემატური პოსტერები ბილბორდებზე განათავსეს. კამპანია 20 მლნ ადამიანის მასშტაბით გავრცელდა. ამგვარად, Avon-ს სურდა ეთქვა ქალებისთვის, რომ მათი ტკივილიანი ამბები სახლის კედლებში არ დარჩება გამოკეტილი…

 

განხილვა