in

“You’re only human” – ახალი კამპანია ჯანმრთელობის დაზღვევის მნიშვნელობაზე

სადაზღვევო კომპანია Medibank, ახალი კამპანიით და პლატფორმით You’re Only Human, ადამიანებს მოუწოდებს, ჯანმრთელობას დიდი ყურადღება მიაქციონ. Colenso BBDO-ს მიერ შექმნილი სტრატეგიული პოზიციონირებისა და კრეატიული პლატფორმა მიზნად ისახავს, ხელახლა წარმოიდგინოს, თუ როგორ ფიქრობენ ადამიანები საკუთარ თავზე და ჯანმრთელობაზე, რათა ხელი შეუწყონ უფრო პოზიტიურ იდეებს ჯანმრთელობაზე.

ინტეგრირებული კამპანია იმ საკითხებს იკვლევს, რისი გაკეთებაც ადამიანებს შეუძლიათ საკუთარი ჯანმრთელობისთვის. კამპანიის მიზანია წარმოაჩინოს ადამიანები, როგორც ევოლუციის წარმოუდგენელი ფანტაზია…

ფიონა ლე ბროკმა, მედიბანკის ბრენდის, მარკეტინგისა და მომხმარებლის გამოცდილების უფროსმა აღმასრულებელმა დირექტორმა, თქვა, რომ სამუშაო ინდუსტრიისთვის ინოვაციური იყო. „ჩვენ ნამდვილად დავარღვიეთ კატეგორიის საზღვრები და უფრო მეტს ვფიქრობთ ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის გავლენაზე“.

საიმონ ვიკარსმა, Colenso BBDO-ს კომერციულმა დირექტორმა, კი აღნიშნა: „თუ გსურთ, ვინმეს ან რაიმეს დაცვა, ჯერ უნდა დაარწმუნოთ ისინი მის ღირებულებაში. ეს არის ამ სამუშაოს ამოცანა. დავეხმაროთ ავსტრალიელებს, დაინახონ თავიანთი ჯანმრთელობა, როგორც ფუნქციონალური”.

500 ქალი ტექში – პროექტს უკრაინელი ქალები შემოუერთდნენ

რა ხდის ინოვაციებში პარტნიორობას წარმატებულს?