მთელი მსოფლიოს მასშტაბით დასაქმებულთა უმეტესი ნაწილი დისტანციურ რეჟიმში მუშაობს, ციფრული მომთაბარეების რიცხვი კი სულ უფრო მეტად იზრდება. ამ მოცემულობის გათვალისწინებით, 40-საათიანი სამუშაო კვირის კონცეფციაც ფუნდამენტურად იცვლება.
მართალია, როგორც ყველაფერს, ამ ცვლილებასაც ბევრი სირთულე და გამოწვევა ახლავს თან, მაგრამ მთლიანობაში, ყველას გვეხმარება საქმიან და პირად ცხოვრებას შორის ბალანსის დაცვაში. მაგალითად, წინ წამოიწია შინაგან „მე“-სთან დაკავშირების სურვილმა და სწორედ ამას უკავშირდება Go RVing Canada-ს ახალი კამპანია.
„იცხოვრე მომენტებით, რომლებსაც აღმოაჩენთ. შენი ცხოვრება უფრო მეტია, ვიდრე გასაკეთებელი საქმეების ჩამონათვალი“.
ვიდეორგოლში, სახელწოდებით You Are Out There, ნაჩვენებია საქმიანად ჩაცმული მამაკაცი, თავისი პორტფელით. სიუჟეტი იმ კადრით იწყება, როცა მამაკაცი მზადაა, სხვა ადამიანებთან ერთად, მატარებელში ავიდეს და ჩვეული ყოველდღიურობის „ხაზს“ გაჰყვეს… თუმცა მოულოდნელად გადაიფიქრებს და გაიქცევა — ასე აღმოჩნდება ბუნების წიაღში, ხვდება საკუთარი შინაგანი სამყაროს „განსხეულებულ“ ვერსიას, რომელიც თავისუფლებით ტკბება.











