in

ჩვენი არჩევანია, მოვლენას როგორ აღვიქვამთ და რა რეაქცია გვექნება

ბერძენი ფილოსოფოსი, ეპიქტეტუსი ამბობდა:

ადამიანები არ ღელავენ გარშემო მიმდინარე მოვლენებზე, მათ აღელვებთ მხოლოდ ის, თვითონ როგორ აღიქვამენ ამ მოვლენებს.

რა თქმა უნდა, გარეგან მოვლენებს ფიზიკური ტკივილის გამოწვევაც შეუძლია, თუმცა უფრო მნიშვნელოვანი, რაც მის მიღმა იკითხება არის ის, რომ ჩვენ გვტანჯავს ის, რასაც გადავწყვეტთ, რომ გვტანჯოს… რისიც გვჯერა, რომ ვიმსახურებთ. გამოდის, რომ თავადვე ვხდებით ხოლმე საკუთარი თავის მსხვერპლი.

რეალურად, ესაა მდგომარეობა, როცა სუბიექტური შეფასებით რაღაც მოვლენას ვიღებთ, როგორც ნეგატიურს. და ძალიან ხშირად ვამჯობინებთ ხოლმე, რომ კი არ გავთავისუფლდეთ ამისგან, არამედ ვიცხოვროთ ამ დარდით გაჟღენთილებმა. არც კი ვეცდებით ხოლმე ყურადღების სხვა რამეზე გადატანას, დამოკიდებულების შეცვლას.

ძველი რომის ყველაზე სახელგანთქმული ორატორი, ციცერონი ამბობდა:

ჩვენში ჩაბუდებული კაეშანის გამო, გარემოებებს ვადანაშაულებთ იმ დროს, როცა დეფექტი საკუთარ ხასიათში უნდა ვეძებოთ.

ნეგატიური ინფორმაციების ბუმში, თავადვე შეგვიძლია, გადავწყვიტოთ, როგორ გავფილტრავთ და გადავხარშავთ სხვადასხვა ამბავს. ჩვენ საკუთარი რეაქციების კონტროლი შეგვიძლია და სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ერთადერთი, ვისაც ამის გაკეთება შეუძლია, ისევ და ისევ, ჩვენ ვართ.

გვახსოვდეს, რომ ჩვენ არჩევანია, რაიმე მოვლენას როგორ აღვიქვამთ და შემდეგ, მასზე რა რეაგირება გვექნება.

წყარო: Medium



წინსვლისა და განვითარების შესაძლებლობა – Majorel-ის ოპერაციების მენეჯერი, სალომე ღვინეფაძე

ჩუმი მფრინავი მანქანა Heaviside, რომელიც, ერთ დამუხტვაზე, 160 კილომეტრს ფარავს