19
Dec
2018

ფილმი “თქვენთვის წერილია” ოცი წლისაა

19 Dec 2018

ოცი წლის წინ, 18 დეკემბერს, მაყურებელმა კინოთეატრებში პირველად იხილა მხატვრული ფილმი “თქვენთვის წერილია” (You’ve Got Mail). რომანტიკულ კომედიაში მონაწილეობენ მეგ რაიანი, კეთლინ კელის როლში და ტომ ჰენკსი, ჯო ფოქსის როლში. ფილმი მიკლოშ ლასლოს პიესაზე “პარფიუმერია” არის დაფუძნებული. აღსანიშნავია, რომ პიესა 1937 წელს შეიქმნა. ფილმის ვერსიისთვის კი, ადაპტაცია გაიარა. ფილმის პოპულარობა, 50-იანი და 70-იანი წლების სტილის მუსიკის გარდა, იმ დროისთვის უჩვეულო, ციფრულ სამყაროში დაწყებულმა რომანმაც განაპირობა, რაც მაშინდელი ინტერნეტ მომხმარებლებისთვის სიახლე იყო. ონლაინ რომანი ქართული 90-იანების რეალობაშიც სიახლეს წარმოადგენდა. “თქვენთვის წერილია” ერთნაირად შეიყვარეს რომანტიკული სიუჟეტებისა და საუნდტრეკების მოყვარულებმაც. ფილმს, გამოსვლიდან ოცი წლის შემდეგაც, ჰყავს ერთგული მაყურებელი.

mBank QR
mBank QR

განხილვა