19
Oct
2018

რატომ არ მოსწონთ გარშემომყოფებს, როცა უკეთესობისკენ იცვლებით 

19 Oct 2018

განვითარება ყველას სჭირდება. ამიტომ, ვცდილობთ, სიახლეებს არ ჩამოვრჩეთ, ყოველ დღე რაღაც ახალი ვისწავლოთ და შემდეგ ეს ცოდნა პრაქტიკაში გამოვიყენოთ. როცა გარკვეულ ეტაპს მივაღწევთ, რა ხდება? ხალხი, ვინც გვერდში დგომას გვპირდებოდა და თითქოს, ჩვენი გულშემატკივრები იყვნენ, რადიკალურად შეიცვალა – მათი მხარდაჭერა სადღაც გაქრა, თითქოს, აღარ უხარიათ ჩვენი წარმატება.

pasha-statiebi
pasha-statiebi

რა მოხდა რეალურად? წინ წახვედით – კარიერაში მეტს მიაღწიეთ, პიროვნულად განვითარდით. ერთი სიტყვით, შეიცვალეთ. თქვენი პარტნიორი, მეგობარი ან კოლეგა დასაწყისშივე თვლიდა, რომ ისიც, აუცილებლად, იმავე გზას უნდა დადგომოდა – პარალელურად განვითარებულიყო. მაგრამ ასე არ მოხდა და მისი თვითშეფასება დაეცა. აი, პასუხი, რატომ აღარ უხარია თქვენი წინსვლა. ეს მხოლოდ თეორიული ინფორმაცია არ არის, ფაქტს რამდენიმე კვლევა ადასტურებს.

არა და, გულის სიღრმეში, ნამდვილად სურთ, დასახულ მიზნებს მიაღწიოთ და უკეთესობისკენ შეიცვალოთ. უბრალოდ უნდათ იცოდნენ, ვინ არიან, რას წარმოადგენენ თქვენ გარეშე. მათ დახმარება სჭირდებათ – თვითშეფასების ასამაღლებლად უნდა მისცეთ ის, რის ნაკლებობასაც განიცდიან: ურჩიეთ, რაიმე ახალი სცადონ, ჰკითხეთ აზრი თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხზე, ესაუბრეთ მათ ღირებულებებსა და მიზნებზე, მაქსიმალური ტაქტით, მიანიშნეთ ძლიერ და სუსტ მხარეებზე, გააცანით ახალი ადამიანები და უბრალოდ მოუსმინეთ, გაიზიარეთ მათი განცდები და შთაბეჭდილებები.

წყარო: Inc.com



განხილვა